პროდუქცია



ადგილზე მიტანის სერვისი

ვებ გვერდიდან შეკვეთისას თბილისში კურიერის მომსახურება უფასოა. სრულად...

ჩვენ შესახებ

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" დაარსდა 2011 წელს.   2012 წლიდან აქტიურად აწარმოებს სამედიცინო პროდუქტების იმპორტს და შემდეგ როგორც საცალო ასევე საბითუმო გაყიდვებს. დაარსებიდან სამი წლის თავზე კომპანიას აქვს საკუთარი ოთხი ორთოპედიული მაღაზია და კიდევ იგეგმება როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მაშტაბით მაღაზიების გახსნა, რაც მომხმარებელს ხელს შეუწყობს მოკლე დროში და მისთვის მოსახერხებელ ადგილზე მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება.

ჩვენთვის, პრიორიტეტია მომხმარებელს შევუქმნათ კომფორტი და სწორედ ამიტომ ჩვენი  საიტიდან შეკვეთის შემთხვევაში მიტანის სერვისი უფასოა ქალაქის მაშტაბით.

პირველ ეტაპზე  კომპანიის ძირითადი მიმართულება იყო   ტრამვატოლოგა,ორთოპედია. მოგვიანებით ასორტიმენტს დაემატა სამედიცინო მედტექნიკა და ფეხის ტერფის დიაგნოსტიკა.

ჩვენი კომპანია ამ ეტაპზე იმპორტს ახორციელებს შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ისრაელი, ამერიკა, ჩინეთი, გერმანია.

რაც შეეხება ჩვენს მომწოდებლებს მათ გააჩნიათ ყველა საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი.