ფილტრი

რისთვის გამოიყენება მაღალყელიანი წინდა

 

ვენების ვარიკოზული დაავადების  საწყის ეტაპზე მცირე ზომის ვნები შეიმჩნევა, მაგრამ ხშირად არის შემთხვევები როდესაც შეუმჩნეველია და შემდეგი სიმპტომებით უნდა მივხდეთ: სიმძიმისა, დაღლილობის, წვისა და ტკივილის შეგრძნება ქვედა კიდურებში.

 

რა შემთხვევაშია აუცილებელი მაღალყელიანი წინდის ტარება

 

თუ თქვენ ვარიკოზული ვენები  არა მარტო წვივების, არამედ ბარძაყის მიდამოშიც გაქვთ აუცილებელია მაღალყელიანი წინდა გამოიყენოთ. ის აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას.

 

 

ახალი ხედვის მაღალყელიანი წინდები

 

ელსატიური ტრიკოტაჟის შერჩევისას ხარისხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება,  რათა ხანგრძლივი  დროით შეძლოთ წინდის მოხმარება, დიდხანს შეუნარჩუნდეს მას ელასტიურობა და კომპრესიის ხარისხი. ამიტომ თუ მაღალყელიანი წინდის შეძენას გადაწყვეთ,  მაშინ “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიას აუცილებლად უნდა ესტუმროთ. კომპანია წარმოდგენილია არა მარტო თბილისში, არამედ - რეგიონებშიც. მეტიც, სასურველი წინდის გამოწერა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ, პროდუქტს კი საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიიღებთ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

 

• ვარიკოზის საწინააღმდეგო მაღალყელიანი წინდა, I კომპრესია - გამოიყენება საპროფილაქტიკოდ და ხელს უშლის ვარიკოზის წარმოქმნას, ასევე დაავადების საწყის სტადიაზე.

• ვარიკოზის საწინააღმდეგო მაღალყელიანი წინდა, II კომპრესია - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და საშუალო ხარისხის ვარიკოზული დაავადების სამკურნალოდ ინიშნება.

• ვარიკოზის საწინააღმდეგო მაღალყელიანი წინდა, III კომპრესია - გამოიყენება მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს, სამკურნალო დანიშნულება აქვს.

• ანტითრომბოემბოლიური წინდა მაღალყელიანი - საუკეთესო საშუალებაა პოსტოპერაციულ პერიოდში, რადგან უზრუნველყოფს  სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას, რაც ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.

როგორ შეარჩიოთ მაღალყელიანი წინდა

 

პირველ რიგში, ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია და მან უნდა შეგირჩიოთ შესაბამისი კომპრესია. ზომების შერჩევაში კი ,,ახალი ხედვის“ კონსულტანტები დაგეხმარებიან და პროდუქციის შესახებ ამომწურავ ინფორმაცისაც მოგაწვდიან.

რამდენი ხნით უნდა ატაროთ მაღალყელიანი წინდები

 

წინდის ტარების ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ეს საკითხი ექიმთან უნდა გაიაროთ.