რა არის სუდნო სკამი?

სუდნო სკამი ადამიანებს დამოუკიდებლად მოძრაობაში ეხმარება და პაციენტებს უმსუბუქებს ყოველდღიურობას. მათი გამოყენება რეკომენდებულია მენჯ-ბარძაყის სახსარზე ჩატარებული ოპერაციისა და ინსულტის შემდგომ, ცერებრალური დამბლის დროს და რეაბილიტაციის პერიოდში.  ამ სამედიცინო ნივთს ხშირად იყენებენ ხანდაზმული ადამიანებიც. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან გადაადგილების მექანიზმისა და წონითი დატვირთვის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის სიმაღლეში რეგულირებაც არის შესაძლებელი.

რა დროს არის საჭირო მისი გამოყენება?

სუდნო სკამი აქტიურად გამოიყენება პაციენტის მოვლის პროცესში. ეს პროდუქტი ეხმარება როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასევე, მოხუცებსა და პაციენტებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ისინი შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე და, ძირითადად,  არის კეცვადი, გააჩნია ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. არსებობს ასევე მრავალფუნციური ეტლი, რომელსაც აქვს მოძრავი საზურგე, ფეხის მოსათავსებელი, შესაძლებელია ასევე თავის დაფიქსირებაც სასურველ პოზიციაში. ამ მიმართულებით სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ წამყვანი კომპანიაა, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას ახორციელებს .