ბრტყელი ტერფი მცირე ასაკის ბავშვებში

ბრტყელი ტერფი გავრცელებული დაავადებაა და ხშირად მშობლები ცდილობენ ადრეული ასაკიდანვე ჩაერიონ, რათა მომავალში მისგან გამოწვეული დაავადებები და გართულებები აარიდონ თავიდან ბავშვებს. თუმცა, არც ისე მცირე ასაკიდანვე ხდება ტერფის პათოლოგიების გამოვლენა, რადგან ჩვილობის ასაკიდან ტერფი ჩამოყალიბებული არაა და 7 წლამდე იცვლება.

ტერფის გამოკვლევა სასურველია 2,3 წლიდან. ამ საკში შეგვიძლია გამოვავლინოთ ტერფის პათოლოგიები და მკურნალობაც ეფექტურია. ჩვენ ხშირად მოგვმართავენ მშობლები, რომელთაც 2 წლამდე ასაკის ბავშვის ტერფის მდგომარეობა აწუხებთ და სურთ აღკვეთონ ბრტყელტერფიანობა ადრეული ასაკიდანვე. 

პირველ რიგში, შევთანხმდეთ იმაზე, რომ 2 წლამდე ბავშვებს ყველას ბრტყელი ტერფი აქვთ და თუ გენეტიკური ფაქტორი გაეჭვებთ, მარტივი და სასიამოვნო ვარჯიშით, ან მასაჟით  შეგიძლიათ შემოიფარგლოთ.

ჩვენ მოგცემთ რამოდენიმე რჩევას, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვის ტერფის განვითარებას უწყობს ხელს:

 

1. ატარეთ ფეხშიშველი

ფეხშიშველი სიარული არის საუკეთესო თერაპია ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, თუ ბავშვს მისცემთ საშუალებას სახლში ან ეზოში იაროს ფეხსაცმლის გარეშე, ეს უკეთესად განავითარებს მის ტერფებს.

2.  ფეხის ვარჯიში

 

 

ზაფხულში სასურველია ატაროთ ქვიშაზე, ბალახზე, ქვებზე და სხვადასხვა არაერთგვაროვან ზედაპირზე. თუ გარეთ გასვლა გიჭირთ, მსგავსი „ბილიკები“ სახლშიც შეგიძლიათ მოუწყოთ მარცვლეულის, ბურთებისა და ბალიშების გამოყენებით. მსგავსი აქტივობა ტვინის განვითარებისათვისაც ძალიან კარგია და აგრეთვე სხეულის მოქნილობისთვის. 

3. მასაჟი

გაუკეთეთ მსუბუქი მასაჟი დღის ბოლოს. ნაზი და მსუბუქი მოძრაობით დაუზილეთ ფეხის გულები და თითები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუსუსებიანი ბურთი, რომელსაც ფეხის გულზე გადაატარებთ.

4. წონოსწორობა

წონასწორობის ვარჯიშები ტერფის კუნთებისათვისაა კარგი. დააყენეთ მოზრდილ ბურთზე და მოკიდეთ ხელი ისე, რომ ბავშვი თავად ცდილობდეს სწორად დგომას. 

5. სწორი ფეხსაცმელი

ხშირად ბრტყელტერფიანობა სწორედ ფეხსაცმლის დამსახურებაა, ამიტომაც მისი  სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია . შეარჩიეთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც ფეხს არ შეზღუდავს მოძრაობისას და ექნება თავისუფლად, მაგრამ არც ისე დიდი უნდა იყოს. ჩაცმულზე ბავშვის ქუსლსა და ფეხსაცმელს შორის უნდა ეტეოდეს თქვენი საჩვენებელი თითი. თუ ფეხსახმელს ძალიან ბრტყელი ძირი აქვს, შეგიძლიატ გამოიყენოთ საბავშვო სუპინატორი, რომელიც ტერფს სწორად დაიჭერს და თავიდან ააცილებს ტერფის გართულებებს. 

6. დაიწყეთ მკურნალობა დროულად

რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ 2 ან 3 წლის ასაკისათვის შეგიძლიათ გამოიკვლიოთ ტერფი სრულყოფილად და თუ ტერფის პათოლოგია გამოიკვეთება, არსებობს თანამედროვე თერაპიის საშუალებები,  (ინდივიდუალური სუპინატორი) რაც  ძალიან ეფექტურია მცირე ასაკში.