ვაკანსია: სამედიცინო წარმომადგენელი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. 


კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენელის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ნ. ჯავახიშვილის 6 (ყოფილი ლუბლიანას 13)

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00. ორშაბათი-პარასკევი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


** კლინიკებში ვიზიტი და პროდუქციის შეთავაზება

** ბაზრის კვლევა.


ძირითადი მოთხოვნები:


** უმაღლესი განათლება.

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. 

** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა .


ძირითადი უნარები:


** ანალიტიკური აზროვნება;

** დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობა

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის კულტურა

** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი.


დანტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "სამედიცინო წარმომადგენელი"


თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით.


საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.


შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!