ვაკანსია: გაყიდვების ჯგუფის მენეჯერი

მდებარეობა: თბილისი

ვაკანსია: გაყიდვების ჯგუფის მენეჯერი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

განათლება: უმაღლესი  სამედიცინო განათლება

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

** უმაღლესი სტომატოლოგიური ან სამედიცინო განათლება

** სტომატოლოგიური  მიმართულებით ჯგუფის ხელმძღვანელის ან სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული უნარები:

 

** ლიდერული უნარები

** გაყიდვების უნარი

** გუნდში მუშაობის უნარი

** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა

** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი

** ორგანიზებულობა, სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვისა და გაყიდვების ანალიზის უნარი

** სიახლეებთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი

 

ძირითადი მოვალეობები:

 

** გუნდის მართვა, გაყიდვების სტიმულირება, კონკურენტების და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება

** ორმაგი და ინდივიდუალური ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება თბილისსა და რეგიონებში, 

** ექიმებთან, კლინიკებთან და აფთიაქებთან ლოიალობის მოპოვება და ამაღლება, მათთან ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა

** ახალი ექიმების მოძიება

** რეგულარული რეპორტინგი

** სამედიცინო წარმომადგენლების მუშაობის შეფასება და მათ პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა

** კომპანიის და პროდუქციის ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა

** ახალი აქტივობების დაგეგმვა

სამუშაო პირობები:

კანდიდატს ვთავაზობთ მზარდ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას, დამატებით ბენეფიტებს - სატრანსპორტო ხარჯებს და სოციალურ პაკეტს( ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ხარჯი). ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.

დანტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ  სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება:ჯგუფის მენეჯერი

განიხილებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.