სრული სერვისი დიაგნოსტიკიდან, მკურნალობამდე

სამედიცინო ჯგუფი ,,ახალი ხედვა” ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის სამედიცინო სერვისსა და პროდუქციას. კომპანია გამორჩეულია ინოვაციური პროექტებითა და საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდებით.

„ახალი ხედვის“ მაღაზიათა ქსელი, რომელიც აერთიანებს 16 მაღაზიას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, გთავაზობთ ევროპული ხარისხის ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიურ პროდუქციას. მათ შორისაა სხეულის სხვადასხვა ნაწილის და ხარისხის დაზიანებებისთვის საჭირო ფიქსატორები, ვარიკოზული ვენების სამკურნალო წინდები და კოლგოტები, ავადმყოფის მოვლის საშუალებები, საოპერაციო მასალები და სხვა.

გარდა ამისა, „ახალი ხედვა“ ფლობს კლინიკას, რომელიც გთავაზობთ ტერფის დიაგნოსტიკასა და პროფილაქტიკას იტალიური კომპანია ,,Diasu”-ს უნიკალური, მაღალტექნოლოგიური, უახლესი თაობის ულტრასენსორული პლატფორმის მეშვეობით. ტერფის სამგანზომილებიანი, დეტალური სურათის საფუძველზე კი კლინიკის პროფესიონალი ექიმები ნიშნავენ მკურნალობას ინდივიდუალური ღაბაშების (სუპინატორების) მეშვეობით, რომლის დამზადებაც ასევე კლინიკაში ხდება.