პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

განახლების თარიღი: 05.03.2026


შესავალი


ვინ ვართ ჩვენ

შპს „რეაბილიტაციის ცეტრი ახალი ხედვა“ (შემდგომში „ახალი ხედვა“, „კლინიკა“ ან „ჩვენ“) არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც თქვენი მონაცემების დამუშავებისას მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).

საიდენტიფიკაციო კოდი: 402242729

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, ლუბლიანას ქუჩა N60

საკონტაქტო ინფორმაცია: info@rehabilitation.ge  ტელ: 032 2 50 15 55


პოლიტიკის მიზანი

ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს კლინიკა თქვენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • იმ პრიციპების შესახებ, რის მიხედვითაც ახალი ხედვა ხელმძღვანელობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში;

  • თქვენს შესახებ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს კლინიკა, როდესაც თქვენ მიმართავთ, როგორც პაციენტი ან სხვა შემთხვევაში როცა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მოთხოვნით უკავშირდებით კლინიკას;

  • თუ როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები და როგორ არის უზრუნველყოფილი თქვენი მონაცემების უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობის და მთლიანობის დაცვა;

  • თუ როგორ უზრუნველყოფს ახალი ხედვა კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების დაცვას.


ზოგადი დებულებები

ახალი ხედვა თქვენს მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით. 

ახალი ხედვა ამუშავებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც აუცილებელია კლინიკის კანონიერი მიზნების მისაღწევად.

თქვენი მონაცემების დამუშავებისას, დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი.

ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ თქვენ მონაცემებს და ამისათვის დანერგილი გვაქვს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები.

კლინიკას ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც გვეხმარება მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი წარმოადგენს მთავარ საკონტაქტო პირს მონაცემთა სუბიექტებისათვის, ხოლო მისი საკონტაქტო ინფრომაცია მოცემულია წინამდებარე პოლიტიკის დასასრულს.


ტერმინთა განმარტება

პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;

 

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;

 

მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;

 

მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;

 

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;

 

მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ;

 

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას. წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია - შპს „მისო ლიდერკრედიტი“ [„ორგანზიაცია“ ან „ჩვენ“];

 

თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი ორი ან ორზე მეტი პირი, რომლებიც ერთობლივად განსაზღვრავენ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს;

 

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული/დანიშნული პირი, რომელიც ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს;

 

მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან/და დროს საჭიროებს;


პოლიტიკაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე თავში, აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მონაცემები რომელსაც ვამუშავებთ

ჩვენ ვამუშავებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რასაც თქვენ გვაწვდით ნებაყოფლობით, სათანადო ინფორმაციის მიღების შემდეგ, ასევე ჩვენთვის ცნობილი ხდება თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში. 

კლინიკის მიერ, თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნითა და მომსახურების გაწევის პროცესში, ასევე თქვენი თანხმობის საფუძველზე კლინიკის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ხორციელდება ცხრილში მოცემული პერსონალურ მონაცემების დამუშავება.


პერსონალური მონაცემების 

კატეგორიები


მონაცემები



მაიდენტიფიცირებელი მონაცემები


სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ასაკი, სქესი,


დოკუმენტური მონაცემები


ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია, ფორმა 100, პაციენტის ბარათი/ პაციენტის ისტორია და ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც კლინიკის მიერ იწარმოება პაციენტის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.




განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები


ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პაციენტის მკურნალი ექიმის ვინაობა, ინფორმაცია ჩატარებული მანიპულაციების შესახებ, ნებისმიერი ინფორმაცია რაც დაკავშირებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და თავად პაციენტი განაცხადებს ვიზიტის დროს.



საკონტაქტო მონაცემები


ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია.



ფინანსური


ინფორმაცია ვიზიტის დროს მიერ გადახდილ მომსახურების ღირებულებაზე.


გამოსახულებითი მონაცემები


თქვენი გამოსახულების და ხმის ამსახველი ფოტო -ვიდეო მასალა.


„ცხელი ხაზის“ საშუალებით მიღებული მონაცემები


სატელეფონო კუმუნიკაციის პროცესში მიღებული ნებისმიერი მონაცემი, მათ შორის და არა მარტო, მაიდენტიფიცირებელი, ჯანმრთლების მდგომარეობის შესახებ, ვიზიტის შესახებ, მკურნალი ექიმის შესახებ და სხვა.



ტექნოლოგიური, ქცევითი მონაცემები [მათ შორის, მზა ჩანაწერები / Cookies]


ტექნიკა/მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც იყენებთ ჩვენი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობისას.


 

სხვა მონაცემი

ინფორმაცია დაზღვევის, კლინიკაში თქვენი ვიზიტის - შესვლის და გასვლის თარიღი, სამუშაო ადგილის, განათლების, პროფესიის შესახებ და სხვა ისეთი მონაცემი რომელიც დაკავშირებულია პაციენტისთვის მომსახურების გაწევასთან. 


* მითითებული მონაცემები შესაძლოა უკავშირდებოდეს პაციენტის მიერ მითითებულ მესამე პირებს [საკონტაქტო პირი ან/და მკურნალი ექიმი], რომელთა შესახებ მონაცემებს წარადგენს თავად კლიენტი. მესამე პირთა შესახებ დამუშავებული მონაცემები არ ცდება წინამდებარე თავში ჩამოთვლილი მონაცემებს. ამასთან, წარმოდგენილ მონაცემების სიზუსტესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია კლიენტი.


  მონაცემთა დამუშავების მიზნები

მომსახურების მიღების მიზნით ან/და მომსახურების მიღების ეტაპზე კლინიკის მიერ თქვენი მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებით:

  • მომხმარებლისათვის სამედიცინო (სარეაბილიტაციო) მომსახურების გაწევა;

  • კლინიკის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

  • სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.


მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი ყოველი კონკრეტულ შემთხვევისთვის, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:


პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მინაცემებს (დამუშავების მიზანი)


დამუშავების სამართლებრივი საფუძველი


პაციენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები 

პაციენტის წინასწარი რეგისტრაცია;


კლინიკის მიერ შემოთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობის და გამარტივების მიზნით;


პაციენტისთვის მომსახურების გაწევის მიზნით;


კლინიკის გამართულად ფუნქციონირება;


ჩვენი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის - მოქმედი რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნის უზრუნველყოფა;



მომხმარებლების/პაციენტების გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.

მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;


მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).



განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, მათ შორის დოკუმენტური მონაცემები

პაციენტისთვის მომსახურების გაწევა;


ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;


საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის განვითარება;


კლინიკის გამართულად ფუნქციონირება;


ჩვენი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის - მოქმედი რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნის უზრუნველყოფა;



ჩვენთვის რელევანტური კანონისმიერი ვალდებულებების შესრულება.


განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრევენციული, პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების, სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზნებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების (თუ ამ მონაცემებს ამუშავებს პირი, რომელსაც პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ეკისრება) შესაბამისად.




საკონტაქტო მონაცემები

პაციენტისთვის მომსახურების მიწოდების მიზნით;


პაციენტთან კომუნიკაციის დასამყარებლად;


მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;


კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით.

მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;


მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);


 





ფინანსური

პაციენტისთვის მომსახურების გაწევა;


ჩვენი ლეგიტიმური ინიტერესი - კლინიკის გამართული ფუნქციონირება;


კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება.


მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;


მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);


 


ფოტო - ვიდეო მასალა

კლინიკის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება სოციალური ქსელის მეშვეობით;


კლინიკის მომსახურების და პროდუქტის ცნობადობის გაზრდა;


კლინიკის მომსახურების გაყიდვების გაზრდა.

მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა.


დამმუშავებლის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი.

ცხელი ხაზის საშუალებით მიღებული აუდიო ჩანაწერები

თქვენთვის ხელმისაწვდომი მომსახურების და სერვისების მოწოდებისთვის;


პაციენტთა უფლებების დაცვისთვის;


დროული, ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის;


მომსახურების და სერვისების გაუმჯობესებისთვის.

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.


დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და გარიგების დასადებად. 


მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი.

მზა ჩანაწერები (Cookies)

თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით;


მომსახურების და სერვისის მოწოდების მიზნით.

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.


მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი.




სხვა მონაცემები - ინფორმაცია დაზღვევის, კლინიკაში თქვენი ვიზიტის - შესვლის და გასვლის თარიღი, სამუშაო ადგილის, განათლების, პროფესიის შესახებ და სხვა ისეთი მონაცემი რომელიც დაკავშირებულია პაციენტისთვის მომსახურების გაწევასთან.

კლინიკის გამართულად ფუნქციონირება;


ჩვენი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის - მოქმედი რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნის უზრუნველყოფა;


ჩვენი კანონისმიერი ვალდებულების შესრულება.

მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;


მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;


მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);


განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;


 



პირდაპირი მარკეტინგი

თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის განხორცილების მიზნებისთვისაც ვამუშავებთ მხოლოდ თქვენ მიერ გაცხადებული თანხმობის საფუძელზე. აღნიშნული მიზნით თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ, რომ მოგაწოდოთ თქვენთვის შესაფერისი მომსახურების და შეთავაზებების შესახებ  ინფორმაცია.

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს  7 (შვიდი) სამუშაო დღისა დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას.

მიუხედავად იმისა, თქვენ გააუქმებთ თუ არა თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე, კლინიკა აუცილბელად გამოგიგზავნით სავალდებულო საინფორმაციო SMS შეტყობინებებს (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).


თანხმობის გამოხმობა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნა შეგიძლიათ კლინიკას წარუდგინოთ ნებისმიერ დროს. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს თქვენ მიერვე გაცხადებული თანხმობა.


თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავების შესახებ გაცხადებული თანხმობის გაუქმებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, მათ შორის, ამავე პოლიტიკაში მითითებული თქვენთვის ხელსაყრელი არხით.



მონაცემთა გადაცემა მესამე პირებისათვის

თქვენი მონაცემები ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  მხოლოდ ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში (EHR)  მათი ასახვის გზით, ასევე ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის სხვა სუბიექტებს ამავე აქტით დადგენილი წესითა და მოცულობით.

ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ნაწილში თქვენი უფლებები უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით. 

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც თუ სამომავლოდ შეიცვლება კლინიკის სტრუქტურა.  მაგალითად: 


  • იმ შემთხვევაში თუ კლინიკა გადაწყეტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია.

  • ზემოხსენებული რომელიმე პროცესის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.


კლინიკის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში თქვენი მონაცემების დამუშავება უნდა განხორციელდეს წინამდებარე პოლიტიკითა და კანონით განსაზღვრული წესითა და ფარგლებში.


ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც  ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება,  ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, მონაცემები მესამე პირებს გადაეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნა და ამასთან, ასეთი მესამე პირები იკისრებენ მონაცემთა სათანადო წესით დამუშავების და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას.


ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.


თუ მონაცემთა მიმღები მესამე პირი წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, ჩვენსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება შემდეგი საკითხები:

  • მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები; 

  • დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები; 

  • მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები.

წერილობითი შეთანხმება აგრეთვე უნდა შეიცავდეს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის შემდეგ ვალდებულებებს:

  • დაამუშაოს მონაცემები მხოლოდ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წერილობითი დავალების ან მითითების შესაბამისად;

  • უზრუნველყოს, რომ იმ ფიზიკურ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;

  • უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

  • წაშალოს ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს გადასცეს მონაცემები თანამშრომლობის გაუქმების ან მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე წაშალოს მათი ასლები, თუ მათი შენახვის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი;

  • კანონით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას.


* იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უარს იტყვით მონაცემთა მესამე პირებისთვის გაზიარებაზე, თქვენთვის მომსახურების გაწევა შეიძლება შეფერხდეს.



მონაცემთა შენახვა

მომსახურების გაწევის პროცესში მოპოვებული/შეგროვებული თქვენი მონაცემები კლინიკაში ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით, ხოლო ის მონაცემი, რომლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შენახვის ვადა შემოიფარგლება აღნიშნული მონაცემის დამუშავებისათვის განსაზღვრული მიზნის მიღწევის ვადით. კერძოდ:

ა.  5 ხუთი წლის ვადით - პაციენტის მიერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები;

ბ.  ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში (EHR) ასახული მონაცემები - პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე და გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში.

თქვენი მონაცემების შენახვისთვის შესაძლებელია განსაზღვრული იყოს წინამდებარე თავში მითითებული ვადებისგან  განსხვავებული ვადა,  დამუშავების პროცესიდან გამომდინარე ან/და მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს მოთხოვნების დაცვის მიზნით.



მონაცემთა უსაფრთხოება

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები (მათ შორის, მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა იმ მომხმარებლებით, რომელთა უშუალო ფუნქცია-მოვალეობებში შედის მონაცემთა დამუშავება). მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ სამსახურებრივი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, განპიროვნებული მომხმარებელი და პაროლი. 

პაციენტის მიერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები ინახება დაცულ ადგილას და მასზე წვდომა მკაცრად შეზღუდულია.

კლინიკაში დასაქმებულ თანამშრომლებს, სამსახურებრივი საჭიროების გათვალისწინებით, გავლილი აქვთ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი ტრენინგი. ამასთან, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების ფაქტს. აღნიშნულ შემთხვევასი კლინიკა ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობისა და კლინიკის ინციდენტის შეტყობინების წესის შესაბამისად. 


თქვენი უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ დადასტურება იმის შესახებ მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები, დამუშავების საფუძვლის,  მიზნისა და შენახვის ვადების მითითებით;

  • გაეცნოთ თქვენს შესახებ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს;

  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;

  • მიიღოთ თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

  • მოითხოვოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა (არსებობის შემთხვევაში);

  • მოითხოვოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობის გამოხმობა;

  • ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გარანტირებული სხვა უფლებების რეალიზება.

 

დადასტურების უფლება:


თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ დადასტურება იმის შესახებ, ვამუშავებთ თუ არა თქვენს მონაცემებს, მიიღოთ ინფორმაცია დამუშავების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ, ასევე  მიიღოთ წვდომა ამ მონაცემებზე.



ინფორმირებულობის უფლება:

თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ინფორმირებული თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, როგორც ამას ჩვენ ვახორციელებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მეშვეობით. ამასთან, თქვენ უფლება გაქვთ გამოითხოვოთ თქვენს მონაცემთან და მონაცემთა დამუშავების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია, მიიღოთ თქვენთვის სასურველი ფორმით და კანონით დადგენილ ვადებში.



მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება:

თქვენ გაქვთ უფლება გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილია საფასური ან ჩვენ მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გათვალისწინებით.



მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება:

თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. 



მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება:

თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. მონაცემები წაიშლება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო თუ ჩვენ მიერ არ დაკმაყოფილდება თქვენი მოთხოვნა, ჩვენ ვალდებული ვართ გაცნობოთ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განგიმარტოთ გასაჩივრების წესი.



დაბლოკვის უფლება:

თუ თქვენ მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები დაკმაყოფილებულია, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დაბლოკვა. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა.



თანხმობის გამოთხოვა:

რამდენადაც რიგ შემთხვევებში ჩვენ თქვენს მონაცემებს თქვენს მიერ მოცემული თანხმობის საფუძველზე ვამუშავებთ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა, ისე, რომ აღნიშნულს გავლენა არ ჰქონდეს მის გაუქმებამდე მიცემული თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავების კანონიერებაზე.


თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავების შესახებ გაცხადებული თანხმობის გაუქმებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, მათ შორის, ამავე პოლიტიკაში მითითებული თქვენთვის ხელსაყრელი არხით.



გადატანის უფლება:

იმ შემთხვევაში თუ კლინიკას აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, თქვენ შეგიძლიათ სტრუქტურიზებული, გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოთ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა,


თქვენ გარანტირებული გაქვთ კლინიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს კონსულტაციისთვის და  დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია კლინიკის ვებგვერდზე და ასევე მითითებულია წინამდებარე პოლიტიკის დასასრულს.

 

 

უფლებების შეზღუდვა

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;

  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;

  • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

  • ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;

  • მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;

  • მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;

  • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;

  • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, ბანკის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.


თქვენი უფლებების რეალიზების მექანიზმები


კლინიკისათვის მიმართვა:


თქვენი კანონიერი უფლებების რეალიზების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილობითი ფორმით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების საშუალებით:


ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@rehabilitation.ge


ვებსაიტი: https://rehabilitation.ge/contact


დატოვოთ განცხადება ჩვენფიზიკურ მისამართზე: ქ. თბილისი, ლუბლიანას 11


დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე -  032 2 50 15 55; 577 155 000


ან


დაუკავშირდით ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ქვემოთ მითითებული საკომუნიკაციო არხის საშუალებით:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - შპს ლოიალტე  (ს/ნ:405277347)

საკონატქტო ინფორმაცია  - info@contractor.com.ge  info@dpt.ge 



* თქვენს მოთხოვნებს ვუპასუხებთ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე და ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.

 


საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვა:


თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ საზედამხედველო ორგანოს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული უფლებების ნებისმიერი დარღვევის შესახებ. 


პერსონალურ მონაცემთან დაკავშირებული თქვენი უფლებების რეალიზების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:

მისამართი: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. №7 / ბათუმი, ბაქოს ქ. №48

სატელეფონო ნომერი: +995 32 242 1000;

ელ. ფოსტის მისამართი: sao@sao.ge

ვებსაიტი: https://pdp.sao.ge/ka



სასამართლოსთვის მიმართვა:


გარდა საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვის უფლებისა, რომლის რეალიზებაც შეგიძლიათ ზემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს, თქვენი უფლებების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში.



პოლიტიკის ცვლილება

მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების ცვლილების შემთხვევაში, პოლიტიკა ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას. ამასთან, კლინიკა უფლებამოსილია, მოახდინოს წინამდებარე პოლიტიკის მოდიფიცირება საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად.