გაწუხებთ ტკივილი კისრის არეში? ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რასაც სტატიაში განვიხილავთ. თუმცა, არ ინერვიულოთ ბევრი პრობლემის მოგვარება კისრის ფიქსატორების დახმარებით შეგიძლიათ.  

როდისაა არის რეკომენდირებული კისრის ფიქსატორის ტარება? 

• კუნთის დაჭიმვის დროს - კომპიუტერსა თუ სმარტფონთან დაძაბულ მდგომარეობაში მუშაობა, არასწორ პოზიციაში ჯდომა ან კითხვა იწვევს კისრის კუნთების დაჭიმვას და შემდგომ ტკივილს.

• ხერხემლის მალთაშორისი სახსრების დაზიანების შემთხვევაში - წლების მატებასთან ერთად ჩვენი ძვლები ცვდება. ოსტეოართრიტის დროს ხდება ხრტილოვანი ქსოვილის განლევა და ძვლებს შორის მანძილის შემცირება. შედეგად, სახსარი დეფორმირდება, 

• ტრავმების დროს - ავტოკატასტროფების დროს ხშირია კისრის ტრავმები, რისგან განსაკურნებლადაც ერთადერთი საშუალება კისრის კორსეტია.

• დაავადებების დროს - მაგ.: რევმატიული ართრიტი. 

"ახალი ხედვის" კისრის ფიქსატორები 

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები, მაშინ კისრის ფიქსატორების შესაძენად “ახალ ხედვას” უნდა დაუკავშირდეთ. კომპანია გთავაზობთ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიურ ბრენდებს - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.   პროდუქცია ხელმისაწვდომია S, M და L ზომებში, ფასები კი 30 ლარიდან 338 ლარამდე მერყეობს. “ახალი ხედვა” მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზეც - ფიქსატორების შეძენა როგორც ფიზიკურ ლოკაციაზე, ასევე ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ. სასურველ პროდუქტს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ. 

როგორ შეარჩიოთ კისრის ფიქსატორი? 

არსებობს ფიქსატორები, რომლებსაც ექიმის დანიშნულება სჭირდებათ, მაგალითად, ორთეზებს. პროდუქტი უნდა შეარჩიოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.

განვიხილოთ “ახალი ხედვის” რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:  

• კისრის გასაბერი საყელო - საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. შეგიძლიათ სასურველ ფორმაზე მოირგოთ და თქვენი კომფორტის მიხედვით დაარეგულიროთ. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის კისრისმისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას. 

• კისრის სტაბილიზატორი -  გამოიყენება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ან კისრის მალების დეფორმაციის პრევენციისთვის. ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.

• ნახევრად რბილი და რბილი კორსეტები - ზღუდავს კისრის მოძრაობას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას მგზავრობის დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

• ფილადელფიის კისრის ორთეზი - უზრუნველყოფს მოძრაობის აბსოლუტურ შეზღუდვას კისრის მალების მოტეხილობის და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს. ამსუბუქებს ტკივილს ხერხემლის გასწვრივ. 

• კისრის მალებისა და გულმკერდის ფიქსატორი - გამოიყენება კისრის მძიმე ტრავმებისა და კისრის არეში ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ეს ზღუდავს ხერხემლის მოძრაობას და უზრუნველყოფს ფიქსაციას სწორ მდგომარეობაში. 

კისრის ფიქსატორის შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე და ექიმის რეკომენდაციები. ფიქსატორის გამოყენების  ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული.  “ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზია ის ადგილია, სადაც თქვენთვის განკუთვნილ პროდუქტს აუცილებლად იპოვნით, არჩევანის გაკეთებაში კი კომპეტენტური კონსულტანტებიც დაგეხმარებიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოს მასშტაბით 15 საფირმო მაღაზიითაა წარმოდგენილი, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.