ხელი მოიტეხეთ ან ამოგივარდათ? იქნებ კუნთები და მყესები დაგიზიანდათ ფიზიკური დატვირთვის დროს? ანდ ართრიტი ან  ართროზი გაწუხებთ? მაშინ მხრის ფიქსატორი ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ. მისი დანიშნულება სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვაა. ის უდრეკი ან/და რბილი მასალისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება. 

"ახალი ხედვის" მხრის ფიქსატორები 

თუ მაღალი ხარისხის მხრის ფიქსატორებს ხელმისაწვდომ ფასებში ეძებთ, მაშინ  “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიას(ებს) უნდა ესტუმროთ. კომპანია გთავაზობთ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიურ ბრენდებს - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.  აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 33 ლარიდან 139 ლარამდე შუალედში მერყეობს. “ახალი ხედვა” მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე - ფიქსატორების შეძენა როგორც ფიზიკურ ლოკაციაზე, ასევე ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ. სასურველ პროდუქტს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ. 

რამდენი ხნით უნდა ატაროთ მხრის ფიქსატორი? 

მხრის ფიქსატორების ტარება საშუალოდ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა, ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. გირჩევთ, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ. 

როგორ შევარჩიოთ მხრის ფიქსატორი?

სათანადო ფიქსატორის გამოყენება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. “ახალი ხედვა” მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ - სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და ფასის მხრის ფიქსატორებს. განვიხილოთ რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:  

• მკლავის ქამარი - აფიქსირებს ხელს სასურველ პოზიციაში, ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას. გამოიყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება/დაჭიმვის დროს. 

• მხრის ბანდაჟი - გამოიყენება წინამხრის მოტეხილობების და ამოვარდნილობების დროს. აგრეთვე მხრის ძვლის მოტეხილობების, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და პოსტოპერაციული მკურნალობის შემდეგ. ეს პროდუქტი გამოიყენება ექიმის რჩევით. დარწმუნდით, რომ ზომა თქვენთვის შესაფერისია.

• მკლავის ქამარი ბალიშით - გამოიყენება მხრის იმობილიზაციისთვის 45° -60°  განზიდვით მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.

• ნეოპრინის მხრის სამაგრი. გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მხრის ქრონიკული დაავადებების, ასევე სპორტული აქტივობების, მხრის დატვირთვის დროს. უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებას და იცავს მხარს დაზიანებისგან.

• აკრილის ქსოვილის მხრის სამაგრი -  გამოიყენება ტრავმული რეაბილიტაციის, ართრიტის დროს, აგრეთვე პოსტოპერაციულ პერიოდშიც. ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და შეგიმსუბუქებთ ტკივილის შეგრძნებას. რეკომენდირებულია სპორტული აქტივობებისთვის, კუნთების და მყესების დაზიანებების დროს.