ფილტრი

ბავშვებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. ისინი საკმაოდ აქტიურები და მოძრავები არიან, შესაბამისად დიდია სხვადასხვა ტრავმის მიღების რისკიც. Თუმცა, შესაბამისი ორთოპედიული პროდუქციის დახმარებით, ნებისმიერი პრობლემა მოგვარდება. 

"ახალი ხედვის" საბავშვო პროდუქცია 

თუ თქვენი პატარებისთვის ხარისხიან და რაც მთავარია - ხელმისაწვდომ პროდუქციას ეძებთ, მაშინ “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიას აუცილებლად უნდა ესტუმროთ. აქ მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ: ფიქსატორები, სამაგრები, ქამრები, ორთეზები და ა.შ. კომპანია გთავაზობთ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიური ბრენდებს - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ფასები 24 ლარიდან 259 ლარამდე მერყეობს. “ახალი ხედვა” საქართველოში 15 საფირმო მაღაზიითაა წარმოდგენილი, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - პროდუქციის შეძენა ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

ბავშვის კისრის ფიქსატორი - აფიქსირებს კისერს და ზღუდავს მის მოძრაობას. დამზადებულია ღრუბლისებრი მასალისგან, ბამბის ზედაპირი კი მაქსიმალურ კომფორტს ქმნის.

ბავშვის მკლავის სამაგრი - აფიქსირებს მკლავს სასურველ მდგომარეობაში, ზღუდავს ზედა კიდურის მოძრაობას. ამცირებს მკლავის წონას მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. აქვს კისრის რეგულირებადი ღვედი და დამზადებულია გაბარდინის მასალისგან.

ბავშვის ლავიწის კორსეტი - ლავიწის მოტეხილობის დროს აფიქსირებს მას. შესაძლებელია თაბაშირის ჩანაცვლება და ასევე პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება, მხრების გასასწორებლად. დამზადებულია ღრუბლისებრი მასალისგან და ლავიწის ძვალს ანატომიურად ერგება.

ბავშვის ჰიპერექსტენზიის კორსეტი - უზრუნველყოფს ხერხემლის სვეტის ჰიპერექსტენზიის სტაბილიზაციას საგიტალურ სიბრტყეში. ამასთან, მისი გამოყენება შესაძლებელია მალების კომპრესიული მოტეხილობის დროს. ექიმის რეკომენდაცია აუცილებელია. მისი წინა ნაწილი შედგება რეგულირებადი ალუმინის კონსტრუქციისგან, ხოლო უკანა ნაწილი - ღრუბლისებრი ქსოვილით დაფარული პლასტმასის ბალიშისგან.

ბავშვის ჭიპის თიაქრის ქამარი - სპეციალური ბალიშის მეშვეობით ზეწოლას ახდენს ჭიპის თიაქარზე და მის პროგრესირებას ხელს უშლის. 

ბავშვის სხივ-მაჯის სამაგრი - გამოიყენება მაჯის სახსრის ძვლების მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე მყესების დაჭიმულობის დროს.

ბავშვის მუხლის ფიქსატორი - მუხლს ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება სახსრისა და იოგების დაჭიმულობის, ზომიერი სიმძიმის ტრავმებისა და ანთების დროს.

ბავშვის კოჭის სამაგრი - კოჭ-წვივის სახსარს აფიქსირებს და ამ არეში სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ბენჯ-ბარძაყის ორთეზი - ახალშობილებში გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზიის სამკურნალოდ. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. 

როგორ შეარჩიოთ ბავშვისთვის შესაბამისი ორთოპედიული ფიქსატორი? 

არსებობს ფიქსატორები, რომლებსაც ექიმის დანიშნულება სჭირდებათ, მაგალითად, ორთეზებს. პროდუქტი უნდა შეარჩიოთ ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე - გაითვალისწინეთ მისი მდგომარეობა, დაზიანების სირთულე და ექიმის რეკომენდაციები.