ფილტრი

რისთვის გამოიყენება მუხლის ფიქსატორები 

რეაბილიტაციურ მედიცინაში სახსრების ფიქსაციისა და სწრაფი აღდგენისთვის ორთოპედიულ საშუალებებს იყენებენ. მუხლის ფიქსატორის დანიშნულება სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვაა. ის უდრეკი ან/და რბილი მასალისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება. მისი საშუალებით თავიდან აიცილებთ ზედმეტ მოძრაობას, რათა ტრამვა არ გაგიუარესდეთ. 

"ახალი ხედვის" მუხლის ფიქსატორები 

თითოეული მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიურ ბრენდებს - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.   პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 18 ლარიდან 347  ლარამდე შუალედში მერყეობს. “ახალი ხედვა” მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზეც - ფიქსატორების შეძენა როგორც ფიზიკურ ლოკაციაზე, ასევე ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ. სასურველ პროდუქტს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ. 

როგორ შევარჩიოთ მუხლის ფიქსატორი? 

არსებობს ფიქსატორები, რომლებიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება (მაგ. ორთეზები). თუმცა, მსუბუქი დაზიანებების ან სპორტული ტრამვების დროს, შესაძლოა მუხლის სტანდარტული ფიქსატორის გამოყენება. განვიხილოთ “ახალი ხედვის” რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:  

• სტანდარტული მუხლის ფიქსატორი - მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იდეალური საშუალებაა მენისკის გახევის, მუხლის სახსრის ბურსიტისა და წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების დროს.

• მატყლის მუხლის სამაგრი - მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს. 

• მარტივი მუხლის დამჭერი - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ისე ღია კვირისტავით.

• მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. არის როგორც მოკლე, ასევე გრძელიც.

• მუხლის ფიქსატორი რკინის ჩანართებით - მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს იოგების დაჭიმულობის, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

• მუხლის დამჭერი ბალიშით - კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს, განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს. 

• ფოსოს, მყესის გადასახვევი - გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. 

• მუხლის ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით - გვერდებზე არსებული კონტროლირებადი მექანიზმის დახმარებით შეგიძლიათ ფეხი სასურველ დონეზე მოხაროთ და გაშალოთ, მუხლის სახსრის მოხრის კუთხის რეგულირებით. გამოიყენება მყესების დაზიანებისა და სხვა ტრავმების დროს, ოპერაციის შემდგომ,  ექიმის დანიშნულებით.  

რამდენი ხნით უნდა ატაროთ მუხლის ფიქსატორი?

ეს ის კითხვაა, რომელზეც ზუსტი პასუხი არ არსებობს. რეაბილიტაციის პერიოდი შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს. ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. გირჩევთ, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ.