ფილტრი

თვითგადასაადგილები საშუალება (ხადულკა)

თვითგადაადგილებადი საშუალება,რომელსაც ხშირად ხადულკას ეძახიან, გამოიყენება პაციენტისთვის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და რეაბილიტაციის პერიოდში გადაადგილების გასამარტივებლად. ხანდაზმულებსა და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ, რაც მხოლოდ ჰიგიენურ პროცედურებს არ მოიცავს. დამხმარე საშუალებით სარგებლობა შეიძლება როგორც მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ასევე ინსულტის, ცერებრალური დამბლის და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დროს. 

როგორ შევარჩიოთ თვითგადაადგილების საშუალება?  (ხადულკა) 

 

თვითგადაადგილებადი საშუალების, იგივე ხადულკის შერჩევა საპასუხისმგებლო საქმეა. თუ ხარისხიან პროდუქციას ეძებთ, რომელიც დიდხანს გაგიძლებთ, მაშინ “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებს უნდა ესტუმროთ. გაითვალისწინეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და პაციენტის საჭიროებები. თვითგადაადგილების საშუალებები ერთმანეთისგან განსხვავდებიან წონის დატვირთვით, ფერებით, სიმაღლით და ა.შ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ,რომ ზოგიერთი მათგანი ქოთნითაა, ზოგი კი - ქოთნის გარეშე.

 "ახალი ხედვის" თვითგადაადგილების საშუალებები 

 

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” სამკურნალო,  სარეაბილიტაციო და საპროფილაქტიკო დანიშნულების პროდუქციას გთავაზობთ. კომპანია 2012 წლიდან დღემდე დარგის ლიდერია და მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე. ხადულკა შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ონლაინ,კომპანიის ვებგვერდზე შეკვეთით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ავადმყოფის თვითგადაადგილებადი საშუალება ორი საყრდენით - სიმაღლეში რეგულირებადი და კეცვადია. 2 საყრდნელი აქვს და ალუმინის მასალისგანაა დამზადებული. მინიმალური სიმაღლე 81 სანტიმეტრია, მაქსიმალური კი - 99 სმ. ფერი: ნაცრისფერი.

ავადმყოფის თვითგადაადგილებადი საშუალება ქოთნით - ქრომირებული და კეცვადია. მინიმალური სიმაღლე - 65 სმ, მაქსიმალური - 75 სმ. 4 საბურავი, მუხრუჭი და ქოთანი აქვს. ფერი: ნარცისფერი.

ავადმყოფის თვითგადაადგილებადი საშუალება  საბურავით - 2 საბურავი აქვს, ესეც კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადია (მინ. 82 სმ, მაქს. 94 სმ). წონის დატვირთვა 100-120 კგ-მდე. ფერი: ნაცრისფერი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!