• 389 ორთოპედიული ხელჯოხი
389 ორთოპედიული ხელჯოხი

389 ორთოპედიული ხელჯოხი

38.00¢
კოდი:389
-
+

დასაკეცი ორთოპედიული ხელჯოხი

დაგვიკავშირდით: 0322 18 25 38
განვადება
პროდუქტის დეტალები
ტექნიკური აღწერა
სამედიცინო აღწერა

დასაკეცი ხელჯოხი

დასაკეცი ხელჯოხი ადამიანებს გადაადგილებაში ეხმარება. ავადმყოფის მოვლის  ეს  საშუალება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს წონასწორობა დაიცვან და მოძრაობა გაიმარტივონ.  ხელჯოხის მრავალგვარი მოდელი არსებობს თუმცა, დასაკეცი მათგან ყველაზე პრაქტიკულია. ხშირად ადამიანები ხელჯოხით სიარულისა და დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ამ სამედიცინო საშუალების მოთავსებისთვის ადგილს ეძებენ ან ხელში უჭირავთ. კონკრეტულად ეს პროდუქტი კი მარტივად შეიძლება დაიკეცოს,შესაბამისად მისი შენახვაც იოლია. გარდა ამისა, კომფორტულია მისი გამოყენება მგზავრობის დროს. მომხმარებელს მატარებელში, მანქანაში და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებაში დაჯდომის შემდეგ, მისი ჩანთაში ჩადების შესაძლებლობა აქვთ.

დასაკეცი ხელჯოხის ხარისხი

კომპანია „ახალი ხედვა“  მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ხელჯოხებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ფერითა და საყრდენი ფეხების რაოდენობით განსხვავდება. მათ შორის არის დასაკეცი ხელჯოხი, რომელიც  სიმაღლეში რეგულირდება. მისი მინიმალური სიმაღლე 82, მაქსიმალური კი 92 სანტიმეტრია. კომპანია „ახალი ხედვა“ გორში,  ქუთაისში,  ზუგდიდსა და ბათუმში 16 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი.  მაღაზიებში ამ პროდუქტის სპილენძისფერი მოდელია ხელმისაწვდომი. სასურველი პროდუქტის შეძენა მაღაზიების გარდა,  ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ  სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“   წამყვანი კომპანიაა, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას ახორციელებს . პროდუქციის იმპორტს  საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს, რაც თავისთავად პროდუქტების მაღალ ხარისხზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.