“ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზია, სადაც ორთოპედიული ნივთების შეძენა შეგიძლიათ, მდებარეობს როგორც დედაქალაქში, ისე - რეგიონებში. აქ შეხვდებით ფიქსატორებს, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილისა და ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება.
რა სახის ორთოპედიულ ნივთებს გვთავაზობს "ახალი ხედვა"?
ორთოპედიული საშუალებები სახსრების ფიქსაციისთვის გამოიყენება, რაც მათ ეფექტურ და სწრაფ აღდგენას უზრუნველყოფს. “ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზია ის ადგილია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:
- მხრის ფიქსატორები - ართრიტის, ართროზის, მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, მხრის კუნთებისა და მყესების დაზიანება/დაჭიმვის დროს.
- იდაყვის ფიქსატორები - ფიზიკური დატვირთვისას იდაყვის სახსარს დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება ტრავმების სამკურნალოდაც. არის თერმოსტატიული, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს, ამცირებს ტკივილს.
- კოჭის ფიქსატორები - რეაქტიული, რევმატოიდული ან სეპტიური ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს და თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.
- კისრის ფიქსატორები - ოსტეოქონდროზის, კისრის არეში მალთაშუა თიაქრის და სხვა ტრავმების დროს.
- სხივ-მაჯის ფიქსატორები - ასტაბილურებს და აძლიერებს სახსრებს და არ აძლევს მაჯას მოძრაობის საშუალებას.
- თითის ფიქსატორები - თითის სხვადასხვა ტრავმების დროს. ხელს უშლის დამატებით ტრავმირებას და აჩქარებს რეაბილიტაციის პერიოდს.
- ტერფის ფიქსატორები - უზრუნველყოფს ტერფის ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებას ტერფის მყესების, კუნთების, სახსრების დაზიანების დროს.
- მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ზოგიერთი მათგანი ხსნის დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს.
- მუხლის ფიქსატორები - იცავს მუხლის სახსარს დაზიანებისგან, აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს მუხლის მიდამოს (სახსრის, მყესების, კვირისტავის) სხვადასხვა სახის დაზიანებების და ტრავმების დროს.
ორთოპედიული ნივთების ხარისხი
ორთოპედიული აქსესუარები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან შედგება, როგორებიცაა: ღრუბლისებრი ქსოვილი, ნეოპრინი, პოლივინილქლორიდი, გაბარდინი და სხვა. ფიქსატორების გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაციას გირჩევთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ფიქსატორი ნებისმიერ ზომაშია ხელმისაწვდომი: S, M, L, XL, XXL.
ფასები
ხელმისაწვდომი ფასები “ახალი ხედვის” კიდევ ერთი უპირატესობაა. განვიხილოთ რა შუალედში მერყეობს თითოეული პროდუქტი.
- მხრის ფიქსატორები - 35 ლარიდან 140 ლარამდე
- იდაყვის ფიქსატორები - 33 ლარიდან 295 ლარამდე
- კოჭის ფიქსატორები - 30 ლარიდან 415 ლარამდე
- კისრის ფიქსატორები - 35 ლარიდან 340 ლარამდე
- სხივ-მაჯის ფიქსატორები - 27 ლარიდან 170 ლარამდე
- თითის ფიქსატორები - 11 ლარიდან 45 ლარამდე
- მუხლის ფიქსატორები - 20 ლარიდან 385 ლარამდე
- ტერფის ფიქსატორები - 12 ლარიდან 170 ლარამდე
- მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი - 35 ლარიდან 965 ლარამდე
"ახალი ხედვის" შესახებ
სამედიცინო ჯგუფი ,,ახალი ხედვა” 2012 წელს დაარსდა და დღემდე ლიდერი კომპანიაა ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში. მიზეზი მარტივია: ის მომხმარებელს ფართო სპექტრის სამედიცინო პროდუქციას სთავაზობს. ორთოპედიული ნივთების მაღაზია გამორჩეულია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდებით. თუ ფილიალში მისვლას ვერ ახერხებთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ, რომელსაც უმოკლეს ვადაში საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიიღებთ.