მაღაზიათა ქსელი ,,ახალი ხედვა” - ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური პროდუქცია. საქართველოს მასშტაბთ წარმოდგენილია 16 საფირმო მაღაზიით, როგორც დედაქალაქში, ისე - რეგიონებში.
,,ახალი ხედვის” კლინიკა, რომელიც გთავაზობთ საქართველოში უნიკალური, მაღალტექნოლოგიურ ტერფისა და ძვლოვანი სისტემის დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და ინდივიდუალური ღაბაშების (სუპინატორების) დამზადებას იტალიური კომპანია ,,Diasu”-ს უახლესი თაობის ულტრასენსორული პლატფორმით (ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ტერფზე დატვირთვის სამგანზომილებიან დეტალურ სურათს ქმნის).

კორპორატიული გაყიდვები - ამჟამად, სამედიცინო ჯგუფი ,,ახალი ხედვა” თანამშრომლობს 150 ჰოსპიტალსა და კლინიკასთან, 200-ზე მეტ აფთიაქთან, სპორტულ და სარეაბილიტაციო ცენტრთან. კომპანია აქტიურად მუშაობს როოგორც პროდუქციის იპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის ფართო სპექტრის ამედიცინო პროდუქცია, ვუზრუნველყოთ ქართული ბაზარი მაღალი ხარისხის, თანამედროვე, ინოვაციაზე ორიენტირებული სამედიცინო პროდუქციითა და სერვისით. ასევე, გავხადოთ ის უფრო მრავალფეროვანი, სტაბილური, სანდო და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომი.