კომპრესიული წინდები, იგივე ვარიკოზის წინდები აფერხებს თრომბის წარმოქმნას და ვარიკოზური ვენების ჩამოყალიბებას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ქვედა კიდურებში აქრობს დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას. წინდები არის როგორც ღია, ასევე დახული თითებით. მათ შორის არსებითი განსხვავება არ არის. მიუხედავად ამისა, დიდი ზომის ფეხის, სოკოვანი ინფექციებისა და დეფორმირებული ფეხის თითების დროს, ღია კომპრესიის გამოყენებას გირჩევთ.

როდის არის საჭირო კომპრესიული წინდების გამოყენება?

ვენების სუსტად და ძლიერად გამოხატული დაავადების, ასევე პერიფლებიტის, ზედაპირული პერიფლებიტის, თრომბოფლებიტის ჰიპერემიის დროს ქირურგიული ჩარევების დროს, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებად ვარიკოზის წინდები ინიშნება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასარიდებლად კომპრესიული გეტრები გამოიყენება თრომბოზის და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ ამასთან, ფლიბიტის, ვენებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ.

ახალი ხედვის კომპრესიული წინდები

ვარიკოზულ ვენებს განსკუთრებული მოვლა სჭირდება, რისთვისაც პროდუქციის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. “ახალი ხედვა” საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიურ ბრენდებს გთავაზობთ. კომპრესიის შერჩევისთვის ექიმთან კონსულტაციის გავლა აუცილებელია, რათა განსაზღვროს რომელი ტიპის წინდა გჭირდებათ.

ნულოვანი კომპრესია ფეხების სიმძიმესა და დაღლილობას შეგიმსუბუქებთ. პირველი კლასის კომპრესია იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ. ხშირად ინიშნება ორსულობის პერიოდშიც. გამოიყენება<ზოგიერთი ადამიანი ხანდაზმულობის ან სხვადასხვა ტრამვების გამო განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. შესაბამისი საშუალებების გამოყენება ამსუბუქებს არსებულ მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს. ერთ-ერთი ასეთი საშუალება ყავარჯენია. მისი დაჭერის დროს იდაყვები ოდნავ მოხრილი უნდა იყოს. იმისათვის, რომ იღლიის არეში თავიდან აიცილოთ ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანება, სიმძიმე ხელებზე გადაიტანეთ.

როდის არის საჭირო ყავარჯნის ყიდვა?

თუ თქვენი ტრამვისა ან ქირურგიული ჩარევის შემდგომ, ექიმი მოძრაობისას ფეხზე ნაკლებ დატვირთვას მოგთხოვთ, მაშინ ყავარჯენი აუცილებლად დაგჭირდებათ.  არსებობს იდაყვის და იღლიის ყავარჯნები, რომლებსაც აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი რეგულირება სიმაღლეში შეგიძლიათ.

იდაყვის ყავარჯნის გამოყენება მეტ ძალას მოიითხოვს და გამოცდილი პაციენტებისთვის უფრო რეკომენდირებულია. უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია. იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაწყებული გაქვთ ყავრჯნის გამოყენება წონასწორობას პრობლემა გაქვთ, შესაძლოა თქვენთვის იღლიის ყავარჯენი უფრო კომფორტული იყოს. ყველა შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციას გირჩევთ, რათა თავად შეგირჩიოთ  თქვენთვის  თქვენი პრობლემის შეასაბამისი ყავარჯენი.

ახალი ხედვის ყავარჯნები და ფასები

“ახალი ხედვა” უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გთავაზობთ. კომპანია საქართველოში 15 საფირმო მაღაზიითაა წარმოდგენილი - როგორც თბილისში, ისე გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.