ფილტრი
კომპრესიული წინდები, იგივე ვარიკოზის ელასტიური წინდები, აფერხებს თრომბის წარმოქმნას და ვარიკოზური ვენების ჩამოყალიბებას. ელასტიური წინდები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ქვედა კიდურებში აქრობს დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას. ელასტიური წინდები არის როგორც ღია, ასევე დახული თითებით. მათ შორის არსებითი განსხვავება არ არის. მიუხედავად ამისა, დიდი ზომის ფეხის, სოკოვანი ინფექციებისა და დეფორმირებული ფეხის თითების დროს, ღია ელასტიური წინდების გამოყენებას გირჩევთ.
როდის არის საჭირო კომპრესიული წინდების გამოყენება?
ვენების სუსტად და ძლიერად გამოხატული დაავადების, ასევე პერიფლებიტის, ზედაპირული პერიფლებიტის, თრომბოფლებიტის ჰიპერემიის დროს
ქირურგიული ჩარევების დროს, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებად
ვარიკოზის წინდები ინიშნება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასარიდებლად
კომპრესიული გეტრები გამოიყენება თრომბოზის და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ
ამასთან, ფლიბიტის, ვენებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ
"ახალი ხედვის" კომპრესიული წინდები
ვარიკოზულ ვენებს განსკუთრებული მოვლა სჭირდება, რისთვისაც პროდუქციის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. “ახალი ხედვა” საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიურ ბრენდებს გთავაზობთ. კომპრესიის შერჩევისთვის ექიმთან კონსულტაციის გავლა აუცილებელია, რათა განსაზღვროს რომელი ტიპის წინდა გჭირდებათ.
ულოვანი კომპრესია ფეხების სიმძიმესა და დაღლილობას შეგიმსუბუქებთ.
პირველი კლასის კომპრესია იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ. ხშირად ინიშნება ორსულობის პერიოდშიც.