ზურგის ტკივილი - რჩევები ხერხემლის დაავადების თავიდან ასაცილებლად

 

ზურგის ტკივილი ბევრ ადამიან აწუხებს, თუმცა ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ და საბოლოოდ ხერხემლის სერიოზულ დაავადებამდე მიდიან. 

ზურგის ტკივლის ძირითადი მიზეზი არის დღის განმავლობაში დიდხანს ჯდომა არასწორ მდგომარეობაში.  დროთა განმავლობაში, ცუდმა პოზამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ხერხემლის ცვლილებებიც, რასაც კიდევ უფრო დიდი ტკივილი და ფიზიკური შეზღუდვები მოჰყვება.

თუ მარტივი პროფილაქტიკისათვის შეარჩევთ სწორ პოზას, ეს შესაძლოა დიდი ნაბიჯი აღმოჩნდეს ხერხემლის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და თან თავიდან აირიდოთ უსიამოვნო ტკივილი ზურგის არეში.

ამისათვის ჩვენ გაგიზიარებთ მარტივ რჩევებს:

  •  თუ სამუშაო მაგიდასთან დიდ დროს  ატარებთ, უნდა ეცადოთ დაჯდეთ გამართული ზურგით, თავი და კისერი შეინარჩუნოთ სწორ მდგომარეობაში. სასურველია კომპიუტერის ეკრანი შემაღლებულ ადგილას იდოს, რომ შეძლოთ პირდაპირ ყურება.
  • დადექით გამართული ზურგით - ერთი შეხედვით მარტივი რჩევაა, მაგრამ ეს პოზა მოითხოვს მუდმივ დაკვირვებას სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. მუცელი უნდა შეწიოთ, მხრები კი გაშალოთ და ოდნავ უკან გადახაროთ, თავი და კისერი დაიჭიროთ სწორად.
  • სწორი ფეხსაცმელი -  თუ ფეხი კომფორტულადაა, მაშინ ნაკლებია არასწორი დატვირთვა მენჯზე, წელსა და ხერხემალზე.  მათ, ვისაც ბრტყელტერფიანობა აღენიშნება, აუცილებლად უნდა დაიხმარონ ღაბაში (ე.წ. „სუპინატორი“), რომელიც ტერფს დააფიქსირებს სწორ მდგომარეობაში და შედეგად, ხერხემალს ააცილებს არასწორ დატვირთას.
  • Ca და ვიტამინი Dსწორი კვება მნიშვნელოვანია კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობისათვის, თუმცა ხშირად საჭიროა მათი დანამატის სახით მიღება, ამიტომაც ორთოპედები ხშირად ნიშნავენ კალციუმს და D ვიტამინს. მათი დეფიციტი იწვევს ჯანმრთელობისათვის საშიშ დარღვევებს ადამიანის ორგანიზმში: კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევას, რაც მოგვიანებით იწვევს ოსტეოპოროზის განვითარებას;
  • ადვილი არ არის სხეულის მუდმივად გამართულ, სწორ პოზიციაში შენარჩუნება,  ყოველთვის ამაზე ვერ იფიქრებთ, ამიტომაც შესაძლებელია დამხმარე ქამრების გამოყენება, თუნდაც დღეში რამოდენიმე საათის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ წელის, ზურგისა და მხრების სწორ პოზიციაში დაფიქსირებაში. მსგავსი ქამრები თავიდან აგარიდებთ გართულებებსა და ტკივილს ზურგსა და ხერხემალში. გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები ყოველდღიურად და შედეგს რამდენიმე დღეში იგრძნობთ. თუ ზურგისა და წელის ტკივილი პროფილაქტიკის შედეგადაც არ გაგივლდით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.