ფილტრი

რისთვის გამოიყენება კოჭის ფიქსატორი

კოჭი მყესების, ძვლების, იოგების და კუნთების კომპლექსური ერთიანობაა, რომელიც ძალიან ძლიერია და სხეულის მთელ წონას უძლებს. თუმცა, ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის ზიანდება და სხვადასხვა ტიპის ტრამვის ან დაავადების დროს ძლიერ ტკივილებს იწვევს. საბედნიეროდ, ორთოპედიულ მედიცინაში არსებობს კოჭის ფიქსატორები, რომლებიც ამ პრობლემას დაგავიწყებენ და სწრაფ რეაბილიტაციას უზრუნველყოფენ.  

რისთვის გამოიყენება კოჭის ფიქსატორი 

კოჭი მყესების, ძვლების, იოგების და კუნთების კომპლექსური ერთიანობაა, რომელიც ძალიან ძლიერია და სხეულის მთელ წონას უძლებს. თუმცა, ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის ზიანდება და სხვადასხვა ტიპის ტრამვის ან დაავადების დროს ძლიერ ტკივილებს იწვევს. საბედნიეროდ, ორთოპედიულ მედიცინაში არსებობს კოჭის ფიქსატორები, რომლებიც ამ პრობლემას დაგავიწყებენ და სწრაფ რეაბილიტაციას უზრუნველყოფენ.  

“ახალი ხედვის” კოჭის ფიქსატორები 

კოჭის ფიქსატორი სხვადასხვა სახისაა და ის თქვენი მდგომარეობის მიხედვით უნდა აირჩიოთ. ამასთან, თუ უპირატესობას მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს ანიჭებთ, პროდუქციის შეძენა “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში შეგიძლიათ. კომპანია გთავაზობთ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიურ ბრენდებს - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ფასები 30 ლარიდან 338 ლარამდე მერყეობს. “ახალი ხედვა” საქართველოში 15 საფირმო მაღაზიითაა წარმოდგენილი, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.  ფიქსატორების შეძენა ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ.

როდის უნდა ატაროთ კოჭის ფიქსატორი

 მოდით, დეტალურად განვიხილოთ თითოეული პროდუქტი:

• კოჭის ფიქსატორი - მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ აქილევსის მყესის დაზიანებისა და დაჭიმულობის შემთხვევაში ფიქსატორის გამოყენება ამცირებს ტკივილს. დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ელასტიური ნაქსოვი მასალისგან. შიგნით მოთავსებული აქვს სილიკონი, რომელიც ერთგვარი მასაჟორის ფუნქციას ასრულებას - ჰემატომისა და შეშუპების დროს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. კოჭის ფიქსატორი უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც.  

• კოჭის ბანდაჟი - ამ მარტივი კოჭის სამაგრის გამოყენება მყესების დაჭიმულობის, ტერფის ქრონიკული ტკივილის დროს შეგიძლიათ. ის დამზადებულია ლამინირებული ელასტიური მასალისგან, რაც ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს და არ აოფლიანებს კანს. 

• კოჭის სამაგრი პლასტმასის ჩანართით - გვერდებზე მოთავსებული აქვს პლასტმასის ჩანართები, რაც თქვენს კოჭს დაზიანებისგან იცავს, ჯვარედინი ღვედები კი ძლიერ ფიქსაციას უზრუნველყოფს. ჰაერი მარტივად ცირკულირდება, სახსარში კი სითბო ნარჩუნდება.  

• კოჭის სამაგრი რბილი ჩანართით - მისი გამოყენება შეგიძლიათ ართრიტის, სახსრის დაჭიმვა/დაძაბულობის, ღრძობის ან თაბაშირის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაადგილების დროს არ გზღუდავთ. ამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.  

• კოჭის ორთეზი - კოჭს აფიქსირებს 90 გრადუსიანი კუთხით. ორთეზი ნებისმიერ ფეხსაცმელს ერგება და დისკომფორტსაც არ შეგიქმნით. გამოიყენება კოჭ-წვივის სახსრის ამოვარდნილობის და მოტეხილობის დროს. დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასის მასალისაგან.რამდენი ხნით უნდა ატაროთ კოჭის ფიქსატორი?

 ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე, შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირა დაგჭირდეთ.