ფილტრი

რისთვის გამოიყენება ტერფის ფიქსატორები 

გაწუხებთ ბრტყელტერფიანობა, ბუნიონი ან ტერფის სხვა დაავადებები? იქნებ მყესები გაქვთ დაზიანებული ან კოჟრის გაჩენისგან თავის დაცვა გსურთ? თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: ტერფის ნებისმიერი პრობლემის მოგვარება “ახალი ხედვის” შესაბამისი პროდუქციის გამოყენებით შეგიძლიათ. 

"ახალი ხედვის" ტერფის ფიქსატორები 

პირველ რიგში გეტყვით, რომ “ახალი ხედვა” საქართველოს მასშტაბით 16 ორთოპედიული მაღაზიითაა წარმოდგენილი, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. კომპანია ონლაინ გაყიდვებსაც უზრუნველყოფს - სასურველი ნივთის შეძენა ვებ-გვერდის დახმარებითაც შეგიძლიათ, პროდუქტს კი უმოკლეს ვადაში ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მიიღებთ.  პროდუქცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომაში, ფასები კი 12 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი: 

• ფეხის თითის სამაგრი -  ჰალუქს ვალგუსის დროს ფეხის დიდ თითს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. ცერა თითს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს. არსებობს ორი სახის: დღისა და ღამისთვის განკუთვნილი. დღის სამაგრი მოხერხებულია ფეხსაცმელში სატარებლად. 

• ბუნიონის სილიკონის პროტექტორი - გამოიყენება ბურსიტის საწინააღმდეგოდ. ბუნიონს ფეხსაცმლის ზეწოლისგან იცავს და იდეალურია ჰალუქს ვალგუსის სამკურნალოდ.

• ტერფის სილიკონის ბალიში - გამოიყენება ტერფზე კოჟრის გაჩენის საწინააღმდეგოდ. 

• ჰალუქს ვალგუსის ფეხსაცმელი - არსებობს ორი სახის: 1. წინ წაჭრილი - გამოიყენება ჰალუს ვალგუსის კორექციის ან თითების ამპუტაციის შემდეგ. 2. უკან წაჭრილი - გამოიყენება ქუსლზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

• ღაბაში - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის, ტერფის ან წვივის ტრავმების დროს. ტკივილს ამსუბუქებს და წონის თანაბრად განაწილებას უწყობს ხელს, რაც მთავარია - ტონუსში მოჰყავს “გაზარმაცებული” კუნთები.

• სილიკონის ჩასაფენი - სუპინატორი გამოიყენება ბრტყელი თაღის სამკურნალოდ. ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს. ¾ ზომა კომფორტულია ფეხსაცმელში სატარებლად. 

• სილიკონის ქუსლის თასი - გამოიყენება აქილევსის მყესის დაზიანებისა და ქუსლის დეზის დროს. შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს. 

რა უნდა გაითვალისწინოთ ტერფის ფიქსატორის შეძენისას 

გირჩევთ გაითვალისწინოთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე. არსებობს საშუალებები, რომლებიც ექიმის დანიშნულებით გამოიყენება. პაციენტებს ხშირად აინტერესებთ, რამდენი ხნით უნდა ატარონ ესა თუ ის საშუალება, თუმცა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. გამოყენების ხანგრძლივობა თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული.