მენჯის ფიქსატორი მყარი ან/და რბილი მასალისგან დამზადებული ნივთია, რომელიც სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება. მისი დანიშნულება სახსრის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვაა, რათა თავიდან აირიდოთ ზედმეტი მოძრაობა. რა თქმა უნდა, ტრავმა ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის ათლეტები არიან, რომლებიც ყინულის ჰოკეის, ფეხბურთისა და გოლფის სპორტულ სახეობებში მონაწილეობენ. ფიქსატორი იდეალურია მათთვისაც, ვისაც საზარდულის თიაქარი აწუხებს. 

რა სახის მენჯის ფიქსატორებს გვთავაზობს "ახალი ხედვა"? 

სათანადო ფიქსატორის გამოყენება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. განვიხილოთ “ახალი ხედვის” რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:  

• მენჯ-ბარძაყის სახსრის ბანდაჟი - გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

• ბარძაყის დამჭერი - გამოიყენება ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანებების დროს. ინარჩუნებს სითბოს და უზრუნველყოფს კუნთების ფიქსაციას. იდეალურია სპორტული და სხვა სახის ტრავმების შემთხვევაში.

• მენჯ-ბარძაყის ორთეზი - უზრუნველყოფს სწრაფ რეაბილიტაციას და იცავს მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან.

• საზარდულის თიაქრის ბანდაჟი - ხსნის დისკომფორტ საზარდულის თიაქრის დროს, ხელს უშლის თიაქრის პროგრესირებას და გართულებების განვითარებას.  

“ახალი ხედვა” მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ - სხვადასხვა ბრენდის, ზომის, მხარისა და ფასის მენჯის ფიქსატორები. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხის მასალებისგანაა დამზადებული:  ელასტიური მასალა, ნეოპრინი, პლასტმასი და ა.შ. 

რატომ “ახალი ხედვა”? 

პასუხი მარტივია: კომპანია მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გთავაზობთ. მენჯის ფიქსატორები შეგიძლიათ შეიძინოთ  როგორც „ახალი ხედვის“ მაღაზიებში, ასევე ვებ-გვერდის საშუალებითაც. სასურველ პროდუქტს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ.  არჩევანის გაკეთებაში კომპეტენტური კონსულტანტებიც დაგეხმარებიან - როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ან სატელეფონო კონსულტაციების საშუალებით.