ფილტრი

რისთვის გამოიყენება საორსულე კოლგოტი

 

ორსულობის პერიოდში, უფრო კონკრეტულად კი,  II ან III ტრიმესტრში, ქალი წონაში მატებს იწყებს. სხეული მძიმდება, დიდი დატვირთვა მოდის ფეხებზე, სახსრებსა და სისხლძარღვებზე. იცვლება სისხლის მომარაგება - რაც უფრო დიდი დრო გადის, საშვილოსნოს მით უფრო მეტი მომარაგება სჭირდება. შედეგად, ხდება სისხლის შეგუბება და ქვედა კიდურებზე დაყოვნება. ზოგიერთ ქალს  ორსულობამდე აქვს ვარიკოზი, სხვებს კი ამ პერიოდში უყალიბდებათ. დაავადების სიმპტომებია: სწრაფად დაღლა, კიდურებში სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება, შეშუპება და გაფართოებული ვენები. ასეთ დროს გამოიყენება საორსულო კოლგოტი - ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. გარდა ამისა, აქრობს ტკივილის, დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას კიდურებში. 

 

ახალი ხედვის საორსულე კოლგოტები

 

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის კომპრესიულ წინდებს. განვიხილოთ რამდენიმე პროდუქტი:

 

• ვარიკოზის საწინააღმდეგო ორსულის კოლგოტი, I კომპრესია - ხელს უშლის ვარიკოზის წარმოქმნას და უზრუნველყოფს ვენების კომპრესიას დაავადების საწყის სტადიაზე. გამოიყენება საპროფილაქტიკოდ და ხელს უშლის ვარიკოზის განვითარებას.

• ვარიკოზის საწინააღმდეგო ორსულის კოლგოტი, II კომპრესია - უზრუნველყოფს ვენების კომპრესიას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. ძირითადად იმ ქალებისთვის ინიშნება, ვისაც ორსულობამდე აწუხებდა გაგანიერებული ვენები. არის ღია და დახურული თითებით.

 

როგორ შეარჩიოთ ორსულობის დროს ვარიკოზის საწინააღმდეგო კოლგოტი

 

ვარიკოზის საწინააღმდეგო კოლგოტის შეძენისას გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგალითად, I კლასის კომპრესია პროფილაქტიკისთვის, დაავადების საწყის ეტაპზე გამოიყენება. II კლასის კომპრესია მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს ინიშნება.  გარდა ამისა, წინდები გახსნილი და დახურული თითებითაა. რეალურად, მათ შორის დიდი სხვაობა არ არის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ღია კომპრესიული კოლგოტები, მაგალითად: დიდი ზომის ფეხის, სოკოვანი ინფექციის ან დეფორმირებული ფეხის თითების დროს.

 

როდისაა რეკომენდირებული საორსულე კოლგოტის ტარება

 

კოლგოტების გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდირებულია, რადგან ძალიან ამცირებს როგორც კაპილარული ვენების, ასევე უფრო რთული ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნის რისკებს. სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს,  კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად მიყვება და საჭირო მოჭერილობა აქვს. 

 

რამდენი ხნით უნდა ატაროთ საორსულე კოლგოტი

 

საორსულე კოლგოტების ტარება მთელი პერიოდის განმავლობაშია რეკომენდირებული. მეტიც, მისი გამოყენება ორსულობის შემდეგაც შეგიძლიათ. გარდა ამისა, გირჩევთ, წინდები დილით ჩაიცვათ ისე, რომ ფეხი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყოს. პროდუქცია ყოველდღიურად, 30° ტემპერატურაზე გარეცხეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააშრეთ. გისურვებთ ბედნიერ დედობას!