რისთვის გამოიყენება ვარიკოზული კოლგოტი
ქვემო კიდურებში სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნება გაქვთ? ტკივილები გაწუხებთ და ტერფებისა და კოჭ-წვივის მიდამოში შეშუპებასაც ამჩნევთ? სავარაუდოდ, ვარიკოზი გჭირთ - საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც გაგანიერებული ვენებით ხასიათდება. მასთან საბრძოლველად კომპრესიული წინდები გამოიყენება, რადგან სისხლის მიმოქცევას ააქტიურობს, შეშუპებას ამცირებს და თრომბების წარმოქმნასაც უშლის ხელს. არ აქვს მნიშვნელობა, საწყის სტადიაზე ხართ თუ უკვე რთულ ფორმებში გაქვთ დაავადება, თქვენთვის შესაბამის ვარიკოზულ კოლგოტს “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში აუცილებლად იპოვნით.
ახალი ხედვის ვარიკოზული ვენების კოლგოტები
უამრავ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთება რთულია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არ იცი, რა საშუალება რისთვის გამოიყენება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ “ახალი ხედვის” პროდუქტების დეტალურ აღწერას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს 5 სახის კომპრესია, ესენია: ნულოვანი, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასი. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
• ნულოვანი კომპრესიის გამოყენებას იმ შემთხვევაში გირჩევთ, თუ დაავადების საწყის ეტაპზე ხართ და გაწუხებთ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება.
• პირველი კლასის კოლგოტი პროფილაქტიკისთვისაა, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ ან ორსულად ბრძანდებით. მოგეხსენებათ, რომ ფეხმძიმობის II ან III ტრიმესტრში ქალი წონაში სწრაფად იმატებს და შესაბამისად, ფეხებსა და სისხლძარღვებზე დატვირთვა იზრდება, რაც ვარიკოზის განვითარების წინაპირობაა.
• მეორე, მესამე და მეოთხე კლასის კომპრესიები სამკურნალო დანიშნულებისაა. გამოიყენება მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს, ქრონიკული ვენური უკმარისობის, ატროფიის, დერმატოსკლეროზის, პოსტთრომბული სინდრომის და ლიმფური შეშუპებების შემთხვევაში.
როგორ შეარჩიოთ და რა უნდა გაითვალისწინოთ ვარიკოზის საწინააღმდეგო კოლგოტის შეძენისას
ვარიკოზის საწინააღმდეგო კოლგოტის შერჩევისას, გაითვალისწინეთ დაავადების რომელ სტადიაზე ხართ და აუცილებლად მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს. გარდა ამისა, “ახალი ხედვის” პროფესიონალი კონსულტანტები მაქსიმალურად დაგეხმარებიან თქვენთვის სასურველი პროდუქტის მოძიებაში, როგორც ფიზიკურ ლოკაციებზე, ასევე მობილური ან ონლაინ კონსულტაციის შემთხვევაში.
როდისაა რეკომენდირებული ვარიკოზული კოლგოტის ტარება
როგორც ზემოთ აღინიშნა, კომპრესიული კოლგოტების ტარება რეკომენდირებულია დაავადების როგორც საწყის, ასევე რთულ სტადიებზე. გირჩევთ, რომ წინდები დილით ჩაიცვათ ისე, რომ ტერფის მდებარეობა წვივის მიმართ სწორი კუთხით, ფეხი კი - ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყოს. ეცადეთ ხშირად იმოძრაოთ და ჯანსაღად იკვებოთ.
რამდენი ხნით უნდა ატაროთ ვარიკოზის საწინააღმდეგო კოლგოტი
აუცილებელია სწორად განსაზღვროთ მკურანლობა და მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კოლგოტის ტარებასთან დაკავშირებით ექიმი დაგაკვალიანებთ.