თუ თითის მოტეხილობა, ღრძობა ან მყესების დაჭიმულობა გაწუხებთ, შესაბამისი ფიქსატორის გამოყენება ამ პრობლემებს მოგიგვარებთ. თუმცა, გირჩევთ, რომ ხარისხიანი პროდუქტი შეარჩიოთ, რომელიც თქვენს მდგომარეობას გააუმჯობესებს და არა - პირიქით. სწორედ ამიტომ, “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიას უნდა მიმართოთ, სადაც არა მარტო მაღალი ხარისხი, არამედ ხელმისაწვდომი ფასებიც დაგხვდებათ.
"ახალი ხედვის" თითის ფიქსატორები
სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა”გთავაზობთ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიურ ბრენდებს - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. პროდუქცია ხელმისაწვდომია S, M და L ზომებში, ფასები კი 11 ლარიდან 44 ლარამდე მერყეობს. “ახალი ხედვა” მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზეც - ფიქსატორების შეძენა როგორც ფიზიკურ ლოკაციაზე, ასევე ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ. სასურველ პროდუქტს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ.
როგორ შევარჩიოთ თითის ფიქსატორი?
არსებობს ფიქსატორები, რომლებსაც ექიმის დანიშნულება სჭირდებათ, მაგალითად, ორთეზები. პროდუქტი უნდა შეარჩიოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.
განვიხილოთ “ახალი ხედვის” რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:
• ცერა თითის ფიქსატორი - ამაგრებს ცერა თითის შეერთების ადგილებს. გამოიყენება მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან მყესის დაზიანების დროს. დამზადებულია სპეციალური, ელასტიური ქსოვილისგან, რომელსაც შიდა მხარეს ბამბის ზედაპირი აქვს. ხელმისაწვდომია S, M, L, XL, XXL ზომებში.
• ცერა თითის ორთეზი - უზრუნველყოფს სახსრების ფიქსაციას, გამოიყენება მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს თაბაშირის შემცვლელად. გააჩნია მოძრავი ბუდე. ხელმისაწვდომია S, M, L ზომებში.
• თითის არტახი - გამოიყენება თითის სხვადასხვა ტრავმის დროს. აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს, აქვს ნახვრეტები, რომლებიც ვენტილაციას უზრუნველყოფენ. ყოველდღიური მოხმარებისთვის მსუბუქი და კომფორტულია. ხელმისაწვდომია S, M, L, XL, XXL ზომებში.
• სტანდართული ცერა თითის ფიქსატორი - აფიქსირებს ცერის ფალანგს. გამოიყენება სინოვიალური გარსისა და მყესის ანთების დროს. დამზადებულია ნეოპრინის მასალისგან და აქვს ალუმინის ჩანართი. არის სტანდარტული ზომა.
• თითის ფიქსატორი - თითს გაშლილ მდგომარეობაში აფიქსირებს. დამატებით ტრავმირებას ხელს უშლის და რეაბილიტაციის პერიოდს აჩქარებს. გამოიყენება თითის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვების სხვადასხვა დაზიანებების დროს. ხელმისაწვდომია S, M, L ზომებში.
შეძენისას გაითვალისწინეთ დაზიანების სახე, ხარისხი და ექიმის რეკომენდაციები.