8 მარტივი სავარჯიშო ბრტყელტერფიანებისათვის
თუ ბრტყელი ტერფი გაქვთ, იცით როგორი ტკივილები ახასიათებს მას. პრობლემის გამოსწორება შესაძლებელია, თუ სათანადო დახმარებას გაუწევთ თქვენს ტერფებს. პირველ რიგში შეარჩიეთ სწორი ფეხსაცმელი და სპორტული სუპინატორი. აგრეთვე არსებობს ვარჯიშები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში,
გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს:
ვარჯიში 1
შედექით შემაღლებულ ადგილზე, თუნდაც კიბეზე. დადექით კიდესთან და რამდენჯერმე აიწიეთ თითის წვერებზე. სასურველია ერთ ჯერზე ეს ვარჯიში შეასრულოთ ათჯერ, ხოლო დღის განმავლობაში სამჯერ გაიმეოროთ.
ვარჯიში 2
მიეყრდენით ხელებით კედელს. მოხარეთ ერთი მუხლი და დადგით წინ, მეორე ფეხი კი გაშალეთ და დადგით უკან. შეეცადეთ ასე გაჩერდეთ თითოეულ მხარეს 30 წამი.
ვარჯიში 3
აიღეთ პატარა მრგვალი ბურთი. გაატარეთ ის თქვენი თაღის ქვეშ ორი-სამი წუთის განმავლობაში. შემდეგ შეცვალეთ ფეხი და გაიმეორეთ იგივე.
ვარჯიში 4
მოაქციეთ თქვენი ტერფი ხელებში და ცერა თითებით დაზილეთ თაღი 3-5 წუთის განმავლობაში. შეეცადეთ ეს სავარჯიშო გაიმეოროთ ათჯერ მაინც.
ვარჯიში 5
დაჯექით წინ დაიდეთ პირსახოცი მოხარეთ თითები ისე, რომ ჩაებღაუჭოთ პირსახოცს და აიღოთ ფეხით. სასურველია 30 წამის განმავლობაში მაინც გაჩერდეთ ამ პოზიციაში.
ვარჯიში 6
აიღეთ კალამი მოიქციეთ ფეხის თითებს შორის, იატაკზე დადეთ ფურცელი და ცადეთ სიტყვის დაწერა. თითოეული ფეხისთვის შეასრულეთ ეს ვარჯიში 3-5 წუთის განმავლობაში.
ვარჯიში 7
დაჯექით სკამზე დაიდეთ წინ ფურცელი და დაკუჭეთ, შემდეგ კი სცადეთ გასწორება. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ორჯერ, 1-2 წუთის განმავლობაში.
ვარჯიში 8
დაჯექით სავარძელში, დააფინეთ გაზეთი იატაკზე თქვენს წინ. მოხარეთ ფეხის თითები და შეეცადოთ დახიოთ გაზეთის ფურცელი. ამ დროს თქვენ ძაბავთ და აძლიერებთ თაღს, რაც შემდგომ შეგიმსუბუქებთ ტკივილს.
ვარჯიში 8
დაჯექით სკამზე, ფეხის ტერფი მოაქციეთ ხელებში, ერთი ხელი მოკიდეთ თითებს, მოერე ქუსლს და დაატრიალეთ საპირისპირო მხარეს. გაიმეორეთ რამდენჯერმე ფრთხილად.
ზემოთ მოცემული ვარჯიშები ნებისმიერი ადამიანისათვის სასიამოვნოა. ფეხები დღის განმავლობაში დიდ სამსახურს გვიწევენ, ამიტომ მათზე ზრუნვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ბრტყელტერფიანი არ ხართ.