ტერფის ტკივილი და გამომწვევი მიზეზები

ტერფის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა, სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებთ, მოკლედ განვიხილოთ, რა არის ტერფი. ეს მყესების, იოგების, ძვლებისა და კუნთების საკმაოდ კომპლექსური ერთიანობაა და იმდენად ძლიერია, რომ მთლიანი სხეულის ზეწოლას უძლებს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ის ზიანდება გარკვეული დაავადებების ან ტრავმების გამო, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ. მსუბუქი დაზიანების დროს შესაძლოა ტკივილი მალევე გაქრეს, მაგრამ ძლიერი ტრავმების დროს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და მიზეზის დადგენა. 

ტერფის ტკივილის გამომწვევი მიზეზები


ტერფის ტკივილის მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს, თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ, ესენია:


პლანტარული ფასციიტი -  ქუსლის არეში ფასცია ზიანდება და ანთების შედეგად  გაძვალებული ქსოვილი წარმოიქმნება. შეიძლება გამოიწვიოს ბრტყელტერფიანობამ, ტრავმამ, ნივთიერებათა ცვლის მოშლამ და ა.შ.

ჰალუს ვალგუსი - ამ დროს ტერფი დეფორმირდება და ბიომექანიკა ირღვევა. თუ მჭიდრო ფეხსაცმლის ტარების დროს, ცერა თითის გარეთა ზედაპირი ზეწოლას განიცდის, შესაძლოა დაავადება განვითარდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინატერფის სახსარი გარეთ გამოიზნიქება, ფეხის დიდი თითი კი - შიგნით. 

კოჟრები და მაზოლები - ვითარდება კანზე ზეწოლის ან ხახუნის გამო.


ტერფის მოტეხილობა


ტერფის  ტკივილის    კიდევ    ერთი   გამომწვევი მიზეზი   მოტეხილობაა.              მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე. რაც შეეხება სიმპტომებს, ამ დროს შესამჩნევია შეშუპება, ტკივილი გაძლიერებულია, შესაძლოა კონკრეტული ადგილი ჩაგილურჯდეთ ან დეფორმირდეს. ტერფის მოტეხილობა ხშირია ავტოავარიების, ჭარბი ფიზიკური დატვირთვის, ძირს დავარდნის ან ფეხის დაცდენის დროს.


ფეხის თითის მოტეხილობა


თუ ფეხის თითის არეში გრძნობთ ტკივილს, შეშუპებასა და კანის ფერის ცვლილებასაც ამჩნევთ, სავარაუდოდ მოტეხილი გაქვთ. მისი იმობილიზაცია შესაძლებელია მეორე თითთან გადახვევით, თუმცა მძიმე ტრავმის დროს შესაძლოა შესაბამისი ფიქსატორის გაკეთება ან ქირურგიული ჩარევა დაგჭირდეთ. 


ტერფის მოტეხილობის მკურნალობის მეთოდები


მოტეხილობის დროს ხშირად ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო, რომლის დროსაც შესაბამისი სსამედიცინო პროდუქცია გამოიყენება. თუმცა, თუ საქმე დახურულ მოტეხილობასთან გვაქვს, შესაძლოა ექიმმა ფიქსატორი ან ორთეზი დაგინიშნოთ, რაც რეაბილიტაციის დროს ამცირებს.


ახალი ხედვის ტერფის ფიქსატორები


ჰალუს ვალგუსის სამკურნალო საშუალებები: 1. ფეხსაცმელი , რომელიც არის წინ წაჭრილი და უკან წაშლილი. 2. ფეხის თითის სამაგრი, რომელიც ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებას უზრუნველოფს და განკუთვნილია როგორც დღისთვის, ასევე ღამისთვის. 

სილიკონის ქუსლის თასი - გამოიყენება აქილევსის მყესის დაზიანების დროს და სარგებლობა შეიძლება როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობების დროს.  

ტერფის სილიკონის ბალიში - გამოიყენება ტერფზე კოჟრის გაჩენის და მეტატარზალგიის საწინააღმდეგოდ. ასევე ფეხსაცმლის კომფორტულად სატარებლად.


პროდუქცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომაში, ფასები კი 12 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს. სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ, ვებ-გვერდის დახმარებითაც შეგიძლიათ, პროდუქტს კი უმოკლეს ვადაში ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მიიღებთ.