ელასტიური წინდები “ახალ ხედვაში”
ელასტიური წინდა აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს პროდუქტი გამოიყენება ვენებზე არსებული პრობლემების დროს. სამკურნალო გეტრებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რადგან ვარიკოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
რისთვის არის საჭირო ელასტიური წინდები?
ელასტიური წინდის რამდენიმე კლასი არსებობს:
● პირველი კლასის წინდები - გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს.
● მეორე და მესამე კლასის კომპრესიული წინდებისა და კოლგოტების ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.
ეს პროდუქტი ამცირებს ისეთ შეგრძნებებს ქვედა კიდურებში, როგორიცაა:
● ფეხებში შეშუპება;
● დაღლილობა;
● ტკივილი.
ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
როგორ შევარჩიოთ ელასტიური გეტრები?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ელასტიური გეტრებს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების ვენების გეტრებს შეხვდებით. განვიხილოთ, „ახალი ხედვის“ მოთხოვნადი ელასტიური ჩულქებია:
● ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
● მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
● ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა - COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
ელასტიური წინდების გამოყენების წესები:
ელასტიური წინდების გამოყენებამდე სასურველია, რომ კონსულტაცია გაიაროთ პირად ექიმთან და მისი გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განსაზღვროთ წინდების გამოყენების ხანგრძლივობა. ამ პროდუქტს იყენებენ ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და ორსულობის პერიოდშიც. რაც შეეხება მისი გამოყენების წესებს - რეკომენდებულია, რომ წინდები ჩაიცვათ დილით, ისე, რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უმჯობესია, რომ ელასტიური წინდების ჩასაცმელად გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა ფრჩხილით არ მოხდეს წინდის მექანიკური დაზიანება.