რა არის ჰალუს ვალგუსი და როგორ ვუმკურნალოთ მას
ჰალუს ვალგუსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ტერფის დეფორმაცია და ბიომექანიკის დარღვევა ახასიათებს. "hallux" - ფეხის ცერა თითის ლათინური დასახელებაა, "valgus" კი ანომალურ გადახრას ნიშნავს. ამ დროს წინატერფის სახსარი გარეთ იზნიქება, ხოლო ფეხის დიდი თითი კი - შიგნით. დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ცერა თითის გარეთა ზედაპირი ზეწოლას განიცდის (მაგალითად, ფეხსაცმლისგან). შედეგად, იგი მომდევნო თითებისკენ გადაიხრება და მათ აწვება.
რა იწვევს ჰალუს ვალგუსს?
-
მემკვიდრეობითი ფაქტორი
-
ბრტყელტერფიანობა
-
ჭარბი წონა
-
ფეხების გადაჭარბებული დატვირთვა
-
ვიწრო და მაღალსქუსლიანი ფეხსაცმელი
ჰალუს ვალგუსის პირველადი სიმპტომები
-
ბორცვისებრი წანაზარდი
-
ირგვლივ არსებული კანის შეშუპება ან შეწითლება
-
დიდი თითის გადახრა სხვა თითების მიმართულებით
-
ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულისას
ჰალუს ვალგუსის მკურნალობის პროცედურა
დაავადების სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რაც უშუალოდ ექიმის მიერ შეირჩევა, ჩატარებული გამოკვლევების შედეგების და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი დგება, რომლის დროსაც პაციენტმა აუცილებლად უნდა ატაროს სპეციალური ფეხსაცმელი.
რას გვთავაზობს ახალი ხედვა?
კომპანია ,,ახალი ხედვა“ გთავაზობთ ჰალუს ვალგუსის ფეხსაცმელს, რომლის გამოყენებაც აუცილებელია ოპერაციიდან ერთი ან თვენახევრის მანძილზე. ის უზრუნველყოფს წონის თანაბარ გადანაწილებას, რაც თავიდან აგარიდებთ ტკივილს. რეაბილიტაციის პერიოდში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ და კომფორტის შეგრძნებას შეგიქმნით.
ჰალუს ვალგუსის ფეხსაცმელი ორი სახისაა:
-
წინ წაჭრილი - გამოიყენება ჰალუს ვალგუსის ან თითებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ.
-
უკან წაჭრილი გამოიყენება ქუსლზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
“ახალი ხედვა” საქართველოს მასშტაბით 15 საფირმო მაღაზიითაა წარმოდგენილი, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. კომპანია ონლაინ გაყიდვებსაც უზრუნველყოფს - სასურველი ნივთის შეძენა ვებ-გვერდის დახმარებითაც შეგიძლიათ, პროდუქტს კი უმოკლეს ვადაში ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მიიღებთ.