რა პრობლემებს იწვევს ბრტყელტერფიანობა ადამიანების ცხოვრებაში?

ტერფი სხეულის გარემოსთან შეხების პირველი რგოლია, ამიტომ მისი ანატომიური და ფუნქციური მდგომარეობა მეტად მნიშვნელოვანია მთელი ძვალსახსროვანი სისტემის სიჯანსაღისთვის. ტერფის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ბრტყელტერფიანობა, რომელიც  მრავალი უსიამოვნების სათავეა. ეს არის ისეთი პათოლოგიაა, რომელიც იზოლირებულად არ ვითარდება,  რადგან ტერფის დეფორმაცია განსაზღვრულ ორგანოთა ფუნქციის მოშლას იწვევს. ბრტყელტერფიანობა იწვევს ისეთ პრობლემებს როგორიცაა:

ხერხემლის პათოლოგიები;

ლიმფოვენური უკმარისობა;

დისკის თიაქარი;

ოსტეოქონდროზი;

ხერხემლისა და ზურგის კუნთების ტკივილი; 

მძიმე ფეხის სინდრომი; 

ტერფის ფასციიტები; 

ქუსლის დეზი;

პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია;

აქილევსის მყესი და სხვა დაავადებები.

ბრტყელტერფიანობის დროს ტერფის თაღების ფორმა შეცვლილია, მათი ფუნქცია კი დარღვეული. შესაბამისად,  სიარულისას და სირბილისას მთელი ქვედა კიდური განიცდის ზედმეტ, არასასურველ რყევას, რომელიც მთელ სხეულში ვრცელდება. ამ დროს მნიშვნელოვანია სუპინატორების გამოყენება. ეს პროდუქტი:

ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს;

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;

ამცირებს ხერხემლის, მენჯის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების დატვირთვას;

იცავს ხერხემალს პათოლოგიური ცვლილებებისგან;

ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს ტერფზე.

ამ პროდუქციის ფართო არჩევანია კომპანია „ახალ  ხედვაში“. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში  თქვენ შეხვდებით საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - ბაუერფეინდის/Bauerfeind, მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ორთოპედიულ სუპინატორებს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

სილიკონის სუპინატორი - უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). სილიკონის სუპინატორი ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება.

ფოლადის ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.

სილიკონის ჩასაფენი - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრტყელტერფიანობის დადგენა ვიზუალური დათვალიერებითაც ხდება, აუცილებელია, რომ ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვა კომპიუტერული კვლევით განისაზღვროს. კომპანია “ახალი ხედვა” ამ სერვისსაც გვთავაზობს და  ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების საფუძველზე ინდივიდუალურ ღაბაშსაც ამზადებს. ეს კი  ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ შედეგს იძლევა. ამ საკითხზე კონსულტაცია შეგიძლიათ შემდეგ ნომერზე გაიაროთ: 0322 18 25 38