ფილტრი

მოტეხილობა ძვლის მთლიანობის დარღვევას ნიშნავს, რაც ძლიერ ტკივილებს იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ამ დროს ძვალს იმპლანტების (ფირფიტებიჭანჭიკები და .) დახმარებით ამაგრებენ, რაც ფიქსაციას უზრუნველყოფს. შედეგად, პაციენტი მალევე იწყებს მოძრაობას, მცირდება სახსრების ჩაკეტვისა და კუნთების ატროფიის რისკი.

 

 რა სახის ტრავმატოლოგიურ ნივთებს გვთავაზობს ახალი ხედვა?

 

აღსანიშნავია, რომ იმპლანტები უჟანგავი ფოლადისა და ტიტანისგან შედგება. ჭანჭიკები სხვადასხვა ზომისა და დიამეტრისაა, ფირფიტების ზედაპირი კი ანოდიზირებულია. 

 

  • ჭანჭიკები- საოპერაციო მასალა, რომელიც ძირითადად გატეხილი, დამსხვრეული ძვლის შეერთებისთვისა და აღდგენისთვის გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი მთლიანად დახრახნილია, სხვები კი - ნახევრად. 
  • ფირფიტები - ახალი ხედვის ვებ-გვერდზე შეხვდებით სხეულის სხვადასხვა ძვლისთვის განკუთვნილ ფირფიტებს. ზოგიერთი სხივ-მაჯის ქვედა ნაწილზე გამოიყენება, სხვები კი მცირე წვივზე, ქუსლზე, ლავიწზე ან  ბარძაყზე.  

 

ახალი ხედვის შესახებ

 

სამედიცინო ჯგუფი ,,ახალი ხედვა 2012 წელს დაარსდა და დღემდე ლიდერულ პოზიციას ინარჩუნებს.კომპანიის მისია  ქართული ბაზრის მაღალი ხარისხის, თანამედროვე, ინოვაციაზე ორიენტირებული სამედიცინო პროდუქციითა და სერვისით უზრუნველყოფაა. ტრავმატოლოგიური ნივთების მაღაზია იმპორტირებულ იმპლანტებს გთავაზობთ, რომლებიც ინდოეთსა და ჩინეთშია წარმოებული. ფილიალები მდებარეობს როგორც თბილისში, ისე გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. მეტიც, ახალი ხედვა მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე - პროდუქციის შეძენა როგორც ფიზიკურ ლოკაციაზე, ასევე ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ. სასურველ ნივთს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ, არჩევანის გაკეთებაში კი ჩვენი კომპეტენტური კონსულტანტებიც დაგეხმარებიან.