რა არის კინეზიო ტეიპი?
კინეზიო ტეიპი ელასტიური სამედიცინო ქსოვილისგან დამზადებული დასაკრავი საშუალებაა, რომელიც იდეალურია სპორტული ტრავმების და ძვალ-კუნთოვანი პათოლოგიების სამკურნალოდ. ის თითქმის ადამიანის კანის იდენტურია, როგორც ელასტიურობით, ასევე სისქით. ბანაობის დროს არ ფუჭდება, არის ჰაერგამტარი. მისი გამოყენება 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ, რადგან სხეულის ბუნებრივ მოძრაობას არ ზღუდავს. მაქსიმალური დატვირთვის დროს ეფექტი ნარჩუნდება 5 დღის განმავლობაში.
როდის არის კინეზიო ტეიპის გამოყენება?
კინეზიო ტეიპს სპეციფიკური სტრუქტურა აქვს, რომელიც კუნთის აქტივობას უწყობს ხელს და მასზე დატვირთვას ამცირებს. ის დაზიანებულ ადგილას სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. გარდა სპორტული ტრავმებისა, გამოიყენება:
● კისრის დაჭიმულობისა და ტკივილის დროს
● ანთებითი დაავადებების შემთხვევაში
● კოსმეტოლოგიაში - ებრძვის ნაოჭებს ინექციური პროცედურების გარეშე, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და აქრობს შეშუპებას, განსაკუთრებით თვალების გარშემო.
აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ კინეზიო ტეიპი კუნთის აქტივობას ამაღლებს. ამასთან, მისი დახმარებით უმჯობესდება ლიმფოდრენაჟი, რაც ხელს უწყობს ქსოვილების შეშუპების შემცირებას.
კინეზიო ტეიპის გამოყენების ინსტრუქცია
კინეზიო ტეიპის დახმარებით სრულფასოვან ვარჯიშს გააგრძელებთ და, რაც მთავარია, დაზიანებული კუნთოვანი და მყესოვანი უჯრედები აღგიდგებათ. გთავაზობთ გამოყენების ზოგად ინსტრუქციას, თუმცა გირჩევთ, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ:
1. მოამზადეთ კანი. მოიშორეთ ზედმეტი თმა დაზიანებულ ადგილას და კარგად დაიბანეთ. არ წაისვათ ლოსიონი ან დამატენიანებელი საშუალებები.
2. კინეზიო ტეიპი დაიკარით ფიზიკურ აქტივობამდე მინიმუმ 1 საათით ადრე.
3. პროცესში ფრთხილად იყავით, რათა წებოვან ნაწილს ხელით არ შეეხოთ. ქაღალდის აძრობა მარტივად შეგიძლიათ, თუ ტეიპს ოდნავ მოგრეხთ. არ მოკეცოთ, პირდაპირ დაიკარით.
სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის კინეზიო ტეიპებს, რომლებიც ერთმანეთისგან ზომებით, ფერებითა და დანიშნულებით განსხვავდება. პროდუქციის ფასი 14 ლარიდან 36 ლარამდე მერყეობს. შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე ადგილზე,კომპანიის მაღაზიათა ქსელში.