წნევის აპ.Omron RS1 მაჯის
110.00¢მაჯის ავტომატური წნევის აპარატი
მაჯის წნევის აპარატი
თითქმის ყველა ოჯახში არის ერთი ადამიანი მაინც, ვისაც არტერიული წნევის პრობლემა აწუხებს. მათთვის მაჯის წნევის აპარატი საკმაოდ პრაქტიკული ნივთია. გარდა იმისა, რომ ეს მოწყობილობა ზუსტ მონაცემებს ასახავს, ის ძალიან მოსახერხებელიცაა. მისი ზომა და მოცულობა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერ ადგილას ატარონ და წნევა მუდმივად აკონტროლონ.
მაგალითად,იაპონური პრემიუმ ბრენდის, ომრონის, წნევის აპარატი მონაცემებს ეკრანზე ასახავს და გულის რითმის დარღვევას მომენტალურად ავლენს. ამ მოწყობილობის მონაცემი ასეთია:
● ინტელექტუალური გაზომვის ტექნოლოგია
● არტერიული წნევის დონის განსაზღვრა
● მანჟეტის სწორად მორგების ინდიკატორი
● არარეგულარული გულისცემის ინდიკატორი
● მაჯის მანჟეტი 13,5-21,5 სმ
● ბოლო გაზომვის მეხსიერება
მაჯის წნევის აპარატის გამოყენების ინსტრუქცია
მაჯის წნევის აპარატის გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის,რომლებიც აქტიური ცხოვრების წესით არიან დაკავებულნი და არ აქვთ არანაირი პრობლემები სისხლძარღვებთან დაკავშირებით. არ გამოიყენება მწოლიარე პაციენტებისთვის,პარკინსონის დაავადებისა და დიაბეტის შემთხვევაში. სადიაგნოსტიკო გაზომვების მიზნით მისი გამოყენება რეკომენდირებულია დილას 8-დან 10 საათამდე და საღამოს იგივე საათებში. რაც შეეხება სიზუსტეს - ამ კუთხით მისი ალგორითმი, ისევე სანდო და ზუსტია, როგორც მკლავის წნევის აპარატის. ეს პროდუქტი საკმაოდ სანდოა და უტყუარ მონაცემებს იძლევა.
მაჯის წნევის აპარატი გამოიყენეთ ასე :
➔ მოირგეთ მანჟეტი საკეციდან 1 სმ-ით დაშორებულ მიდამოზე
➔ იმისთვის,რომ აპარატმა დაიწყოს წნევის გაზომვა, ხელი უნდა იყოს მოთავსებული გულის დონეზე,რაშიც აპარატის ინდიკატორიც დაგემხარებათ. ეს მითითება აუცილებლად გასათვალისწინებელია,რათა არ ჰქონდეს ადგილი წნევის მაჩვენებლის ცდომილებას.
➔ არ ენდოთ პირველი გაზომვის შედეგს,გაიკონტროლეთ არტერიული წნევა 10 წუთის მანძილზე 2-3 წუთის ინტერვალით და გამოიყვანეთ მიღებული მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული.
ავტომატური მაჯის წნევის აპარატები განსხვავდება ფუნქციური შესაძლებლობებით,გაზომვის მეხსიერებითა და დაზაინით. იაპონური ბრენდი,ომრონი,გაძლევთ საშუალებას შეარჩიოთ და შეიძინოთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური მოდელი.