ფილტრი
ღაბაში, იგივე სუპინატორი, ტერფს სწორ ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება ბრტყელტერფიანობის, ასევე ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის. გარდა ამისა, მისი შეძენა იდეალურია:
ყოველდღიური მოხმარებისთვის - თუ ხშირად გეღლებათ ფეხი ან ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრობთ, შეგიძლიათ „COMFORT BUSINESS“ B-200-ის სუპინატორი გამოიყენოთ. ის ყოველდღიური მოხმარებისთვისაა შექმნილი, მისი მოთავსება კი კლასიკურ ფეხსაცმელში შეგიძლიათ. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას. არის ანტიალერგიული და დაფარულია სპეციალური მასალით, რომელიც სუნთქავს და აგარიდებთ ტერფის არასასიამოვნო სუნს.
ორსულებისთვის - ორსულობის პერიოდში ქალი წონაში იმატებს და სხეული მძიმდება. დიდი დატვირთვა მოდის ფეხებზე, როგორც სისხლძარღვებზე, ასევე სახსრებსა და ტერფებზე. სუპინატორის გამოყენება ორსულებს ტერფის კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ დისკომფორტსა და ტკივილს მოუხსნის, სიმძიმის სწორი გადანაწილების ხარჯზე კი ხსნის დატვირთვას ხერხემალსადა სახსრებზე.
სპორტსმენებისთვის - სპორტული ღაბაში მთელ ტერფს სწორ ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. ფეხს იცავს გადახურებისგან , კანს კი - დაზიანებისა და ინფექციის შეჭრისგან. რაც მთავარია, უზრუნველყოფს ტერფის ჯანმრთელობას, შესაბამისად, მცირდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი.