ფილტრი

 რისთვის გამოიყენება სხივ-მაჯის ფიქსატორები

სხივ-მაჯის ფიქსატორები გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადებების დროს. თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად ხარისხიანი პროდუქცია შეიძინოთ, რათა მდგომარეობა არ გაგირთულდეთ. “ახალი ხედვა” პროდუქციის ფართო არჩევანს გთავაზობთ და რაც მთავარია - ხელმისაწვდომ ფასად.

"ახალი ხედვის" სხივ-მაჯის ფიქსატორები

 მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger - ეს ის ორი საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი და ექსკლუზიური ბრენდია, რომლებსაც “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიაში შეხვდებით.  პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 26 ლარიდან 170 ლარამდე შუალედში მერყეობს. კომპანია მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზეც - ფიქსატორების შეძენა როგორც ფიზიკურ ლოკაციაზე, ასევე ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ. განვიხილოთ “ახალი ხედვის” რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი: 

• მაჯის არტახი - მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან დაჭიმულობის დროს უზრუნველყოფს მაჯის სახსრის იმობილიზაციას. მისი გამოყენება შეგიძლიათ გვირაბის სინდრომის, ტენდინიტის, ტენდოსინოვიტის,რევმატოიდული ართრიტის დროს. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. 

• ცერა თითის ფიქსატორი - ცერის ფალანგს აფიქსირებს და გამოიყენება სინოვიალური გარსის და მყესის ანთების დროს. 

• თერმოპლასტიკური მაჯის არტახი - განკუთვნილია მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს მაჯის იმობილიზაციისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდეგ გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. 

• სხივ-მაჯისა და თითების ფიქსატორი - აფიქსირებს მაჯასა და ფალანგთაშორის სახსრებს. გამოიყენება რევმატოიდური ართრიტის და კონტრაქტურების დროს. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. 

• ხელის სავარჯიშო დინამიური ორთეზი - გამოიყენება თითების სავარჯიშოდ  ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა: ცერებრული დამბლა, კუნთოვანი დისტროფია,  ინსულტი, გაფანტული სკლეროზი. ამასთან, ფალანგთაშუა მყესებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ პერიოდში. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. 

• ცერა თითის ორთეზი - უზრუნველყოფს სახსრების ფიქსაციას , გამოიყენება თაბაშირის შემცვლელად ცერა თითის მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.

• თითის არტახი - გამოიყენება თითის სხვადასხვა ტრავმის დროს და აჩქარებს რეაბილიტაციის პერიოდს. 

რამდენი ხნით უნდა ატაროთ სხივ-მაჯის ფიქსატორი? 

ეს ის კითხვაა, რომელზეც ზუსტი პასუხი არ არსებობს. სხივ-მაჯის ფიქსატორის გამოყენების დრო დამოკიდებულია რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობაზე, რომელიც შიძლება გაგრძლედეს რამდენიმე დღე ან კვირა. ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებზეა დამოკიდებული. გირჩევთ, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ.

როგორ შეარჩიოთ სხივ-მაჯის ფიქსატორი?

 სხივ-მაჯის ფიქსატორების შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების სირთულე და ექიმის რეკომენდაციები. “ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზია ის ადგილია, სადაც თქვენთვის განკუთვნილ პროდუქტს აუცილებლად იპოვნით, არჩევანის გაკეთებაში კი კომპეტენტური კონსულტანტებიც დაგეხმარებიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოს მასშტაბით 15 საფირმო მაღაზიითაა წარმოდგენილი, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.