COTTON-ის კოლგოტის შიდა მხარე, რაც უშუალოდ ეხება კანს, დაფარულია ბამბის ქსოვილით, სუნთქავს და არის ანტიალერგიული. არ იწვევს დისკომფორტს მუდმივი მოხმარებისას.
კოლგოტი არის როგორც შავი ფერის, ასევე კარამელისფერი.
არის ღია და დახული თითებით. მათ შორის არ არის არსებითი განსხვავება, თუმცა არის შემთხვევები, როცა აუცილებელია კომპრესიული წინდები იყოს ღია, ასეთია:
• დიდი ზომის ფეხი
• სოკოვანი ინფექცია
• დეფორმირებული ფეხის თითები
ზომა შეარჩიეთ ზომის ცხრილის მიხედვით
გამოიყენება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. ვარიკოზი ორსულობისას ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: სწრაფად დაღლა, მუდმივად სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება ქვემო კიდურებში. მოგვიანებით კი აღინიშნება შეშუპება, ტკივილის მატება, კიდურებზე და საზარდულის მიდამოში ჩნდება გაფართოებული ვენები, სწორედ ასეთ დროს მიმართავენ კომპრესიული ტრიკოტაჟით მკურნალობას.
კოლგოტის მუდმივი გამოყენების შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ქრება შეგუბებები, მცირდება ტკივილი, დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნება. ზრდისსისხლის გადინების სიჩქარეს, რაც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
• წინდები ჩაიცვით დილით , ისე რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში( ტერფის მდებარეობა წვივის მიმართ უნდა იყოს სწორი კუთხით).
• თუ მთელი დღის განმავლობაში გიწევთ ფეხზე დგომა ან ჯდომა, ეცადეთ ხშირად ამოძრაოთ ფეხები.
• პროდუქცია შეგიძლიათ გარეცხოთ ყოველდღიურად, 30 გრადუს ტემპერატურაზე. რეცხვის დროს არ გამოიყენოთ დამარბილებელი სარეცხი საშუალება და ეცადეთ გააშროთ მზისგან და გამათბობლისგან მოშორებით, ოთახის ტემპერატურაზე.
• SIGVARIS-აქვს სპეციალური სარეცხი საშუალება Washing Solution, რომელიც არ შეიცავს დამარბილებელ საშუალებას, იხსნება 7 ლიტრ წყალში და აქვს სასიამოვნო სუნი.
• SIGVARIS-აქვს ასევე სპეციალური დამხმარე საშუალება Doff N’ Donner, რომელიც აადვილებს ჩაცმის პროცესს
• ნუ მოწევთ, იკვებეთ ჯანსაღად და იმოძრავეთ მეტი.