ხშირად დასმული კითხვები

ორსულებს ხშირად ზურგის (წელის) ტკივილი ეწყებათ ორსულობის მეორე ნახევარში.

ამ პროდუქციის მთავარი ფუნქციაა, ზურგზე(ხერხემალზე) ზეწოლა შეასუსტოს, ფეხებზე სიმძიმის შეგრძნებისგან გაგათავისუფლოთ და დაღლილობის შეგრძნება მოგიხსნათ. საორსულო ბანდაჟი არამხოლოდ კომფორტის საგანი, არამედ მკურნალიცაა. ის შეუცვლელი შემწეა მრვალნაყოფიანი ფეხმძიმობისას, ფეხმძიმობის შეწყვეტის რისკისას, ოსტეოქონდროზისას.

ბანდაჟი ამცირებს მზარდი საშვილოსნოს დაწოლას სხვა ორგანოებზე (კუჭზე, შარდის ბუშტზე). მისი წყალობით ეს ორგანოები თავისუფლად ფუნქციონირებენ.ასევე ბანდაჟი აფიქსრებს ნაყოფს სწორ პოზიციაში.

სუპინატორის სჭორად შესარჩევად დაგჭირდებათ პროფესიონალის კონსულტაცია.

კონსულტაციის მიღება შიგიძლიათ სამედიცინო პერსონალთან შესაბამისი დიაგნოსტიკის საფუძველზე, მაგალითად ჩვენს კლინიკაში. 

კომპრესიული წინდის და კოლგოტის გამოყენება - ვარიკოზული დაავადების ერთ-ერთი ძირითადი პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა.  
კომპრესიული წინდისა და კოლგოტის გამოყენება აუცილებელია ასევე ქირურგიული მკურნალობისა და სკლეროთერაპიის დროს, გამოიყენება პოსტოპერაციულ პერიოდში თრომბოფლებიტის პროფილაქტიკისათვის, ასევე მწოლიარე ავადმყოფებში, ვარიკოზული დაავადებების გართულებების სამკურნალოდ, პირველადი და მეორადი ლიმფოსტაზის სამკურნალოდ. გარდა იმისა რომ ვარიკოზის დროს კომპრესიული წინდისა და კოლგოტის გამოყენება აუცილებელია, ასევე აქვე დავამატებთ იმას რომ კომპრესიული წინდის (გეტრის ) ძალიან სასარგებლოა სირბილის დროს, მათთვის ვინც სპორტით და ტურიზმითაა დაკავებული.

მუხლის სახსრის მენისკის დაზიანება საკამოდ ხშირი პათოლოგიაა. მენისკი ასუსტებს მოძრაობით გამოწვეულ მექანიკურ ტრავმას, ამცირებს ხახუნს და ზრდის მუხლის სახსარში შემავალი ძვლების სასახსრე ზედაპირების შესატყვისობას (კონგრუენტობას).   მენისკთან ერთად ხშირად ზიანდება მუხლის სახსრის სხვა ელემენტებიც.  ტრავმის შემდეგ  ვითარდება შესიება, შეშუპება, ტკივილი,  ხანდახან სახსრის არასტაბიულურობის შეგრძნება, გადაადგილების გაძნელება, ბლოკაჟის შემთხვევაში მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა.  ასეთ დროს, გამოიყენება ფიქსატორები რომლეთაც აქვთ მყარი ჩანართი  და რომელშც მუხლის თავი არის დაფიქსირებული.

კისრის კორსეტის ტარება  კარგია ხერხემლის სვეტის კისრის ტრავმის შემდეგ დაჭიმული იოგებისა და კისრის ტრავმირებული სახსრების სამკურნალოდ. კისრის სპეციალური კორსეტის  ან კისრის ბანდაჟის (შანცის საყელოს) ტარება ზღუდავს მოძრაობას დაჭიმულ იოგებსა და კისრის ტრავმირებულ სახსრებში ქალა-კისრის სინდრომის დროს. ამასთანავე კისრის კორსეტი (ფილადელფიური საყელო) და კისრის ბანდაჟი (შანცის საყელო) განტვირთავს კისრის (ხერხემლის სვეტის კისრის) გადატანილი ტრავმის შედეგად დაჭიმულ და დამცავი სპაზმის მქონე კუნთებს. კისრის სპეციალური კორსეტის (ფილადელფიური საყელოს) ან კისრის ბანდაჟის (შანცის საყელოს) ტარებით კისერსა და კეფაში ტკივილის სინდრომი გაცილებით სწრაფად ქრება, რასაც შედეგად მოსდევს მოძრაობის აღდგენა ხერხემლის სვეტის კისრის ტრავმის შემდეგ დაჭიმულ იოგებსა და კისრის ტრავმირებულ სახსრებში.

ვარიკოზი ძირითადად ქალებში გავრცელებული პრობლემაა. მისი მაპროვიცირებელი მიზეზი კი სისხლის მიმოქცევის დარღვევაა. გული სისხლის მეშვეობით ყველა ორგანოს აწვდის ჟანგბადს, შემდეგ კი გადამუშავებული სისხლის ადინება უნდა მოხდეს კვლავ გულისკენ. სწორედ ამ პროცესის დარღვევის დროს ჩნდება ვარიკოზი. შედეგად სისხლის უკუდინება არის შეფერხებული და ვიღებთ ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებს.


ვარიკოზი  რათქმაუნდა დისკომფორტის გარდა საშიშიც არის, რადგან არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ განვითარდეს ტრომბოემბოლიური დაავადებები. აღნიშნული დაავადებები გამოწვეულია ორი ფაქტორით: ერთი - ვარიკოზით და მეორე - ორსულობას ხშირად იწვევს სისხლის შედედებას.

ვარიკოზი ერთხელ მკურნალობას არ ექვემდებარება. ეს პრობლემა სულ არსებობს და რაც წლები გადის, იმატებს და შეიძლება, გამწვავდეს კიდეც, მაგალითაც, ზაფხულში, თუ ცხოვრების არასწორ წესს მივდევთ.

გარდა სწორი კვებისა, ვარჯიშის, მასაჟებისა და ცივი წყლის აბაზანებისა, ვარიკოზის სამკურნალოდ ერთ-ერთი გამოსადეგი საშუალება კომპრესიული მასალებია, იქნება ეს ელასტიური წინდები თუ კოლგოტები. აღნიშნული საშუალებები ექიმმა უნდა შეარჩიოს ვარიკოზის განვითარების მიხედვით.

წინდები კომპრესიის ხარისხით სამ კლასად იყოფა. წინდები კომპრესიის ხარისხით სამ კლასად იყოფა.  თუმცა აუცილებელია შერჩევა მოხდეს ინდივიდუალურად ზომისა და ფეხის მოცულობის მიხედვით. ამ მხრივ გამორჩეულია შვეიცარიული ბრენდი ‘’სიგვარისი’’, რომელიც მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქციით გამოირჩევა.

პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. მნიშვნელოვანია სიარული და ფეხების აქტიური დატვირთვა. უნდა მოერიდოთ ჭარბ წონას, ხანგრძლივად დგომას ან ჯდომას, კონტრაცეპტივების მიღებას, რადგან ის არის ჰორმონალური პრეპარატი, რომელიც აზიანებს ვენურ სარქველებს. დაავადება გენეტიკურადაც გადადის, მაგრამ თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვება, დაავადების განვითარების შანსი მცირდება.

ვარიკოზის პირველ სტადიაზე რამე გამოხატული ჩივილები არ არსებობს, არის მხოლოდ ვიზუალური, ე.წ. ,,კაპილარული ქსელები""

მეორე სტადიის დროს უკვე მკაფიოდ ვლინდება ქვემო კიდურებში ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები, ასევე აღინიშნება სიმძიმის გრძნობა დღის მეორე ნახევარში, სიმპტომების შემცირება დამახასიათებელია ძილის შემდეგ, დილით.დაავადების მესამე სტადიაზე ფეხებზე ვლინდება შეშუპებები. დაღლილობის შეგრძნება უფრო მკაფიო.

ვარიკოზული დაავადების მეოთხე სტადია ხასიათდება კანის ცვლილებებით, ვლინდება კანის ჰიპერპიგმენტაცია, ანთებითი პროცესები კანში, კანი ხდება უხეში, მკვრივი. ამ სტადიაში თუ დროულად არ ჩატარდა მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს ტროფიული წყლული, რომლის შეხორცება არც თუ ისე იოლია.                



ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა ორსულებში ქვედა კიდურების ვენური სისტემის უკმარისობაა - ვარიკოზული გაგანიერება. როგორც წესი,ორსულობა ხელს უწყობს მის გამოვლინებას, თუ ეს პრობლემა არსებობს და მეორე მხრივ, შეიძლება გამოვლინდეს სტრიებიც.

 ორსულობა დაკავშირებულია ძლიერ ჰორმონალურ პრობლემებთან. ამასთან, როგორც წესი ორსულობის დროს სისხლის მომარაგება იცვლება. რას უფროიმატებს ვადა, საშვილოსნოს მეტი მომარაგება სჭირდება,რომ ბავშვი გაიზარდოს. ჯამში, ყველაფერი იწვევს იმას, რომ სისხლის შეგუბება, მისი დაყოვნება ქვედა კიდურებზე ან საშვილოსნოს ვენურ სისტემაში ძალიან ჭარბადაა გამოხატული.

 სისხლის ნაკადის გამო ხდება სისხლის დაყოვნება და ვენური ქსელის ზრდა. თუ ის ზედაპირულად არის გამოხატული, ვენების გაგანიერება უკვე ვიზუალურად ჩანს. ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა ფეხის ქვედა კიდურებში სიმძიმე, ჩხვლეტა და შეშუპება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთ ადგილზე დიდხანს დგომა უწევს ქალს, მისთვის დიდი დისკომფორტია.

ფეხის ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა სპეციალურ ბილიკზე ხდება, სადაც პაციენტი მოძრაობს, ნაბიჯებს აკვირდება ექიმი და ასკანერებს, ამის შემდეგ უკვე ინიშნება ინდივიდუალური, პაციენტის საჭიროებაზე მორგებული ღაბაში (სუპინატორი). დიაგნოსტიკის აუცილებელი პირობაა, რომ პაციენტის წონა იყოს მინიმუმ 20 კილო.