ხშირად დასმული კითხვები: ვარიკოზი

ვარიკოზი საქართველოში დღესდღეობით ერთ-ერთი მწვავე საკითხია, ამისათვის წინა კვირაში ჩვენ Facebook გვერდზე განთავსდა პოსტი, რომელზეც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო ექიმებისათვის კითხვის დასმა და უფასო კონსულტაციის მიღება. დასმულ კითხვებს პასუხები გასცეს ექიმებმა: გიგი ბრეგაძემ და ბაია ბერიძემ.
 
კითხვა N1: გამარჯობათ შეკითხვა მაქვს ასეთი: მარცხენა ფეხის თითები მაქვს დაბუჟებული, სიცხეში უფრო მაწუხებს მთლიანად ფეხი, რისი ბრალი იქნება რომელ ექიმთან უნდა მივიდე?
პასუხი N1: თითების დაბუჟება შეიძლება არ იყოს ვენების პათოლოგიის გამო. სიმპტომები არ არის საკმარისი, რომ წინასწარი დიაგნოზი იქნას დასმული. ჯობია მიმართოთ ექიმ ანგიოლოგს.
 
 
კითხვა N2: გამარჯობათ, ვარიკოზი მაქვს ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვნივ გამოხატულია სარქვლოვანი ვენოზური უკმარისობის და პერფორანტული ვენების უკმარისობის ულტრაბგერითი ნიშნები.საჩინო ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ესაა დოპლერით გაკეთებული. დეტრალექსი ვსვი სამი თვე და მაქვს მეორე კლასის კოლგოტი, რომელიც შევიძინე ახალ ხედვაში.მაინტერესებს როგორ გავაგრძელო მკურნალობა. შედეგი არ მაქვს. 
 
პასუხი N2: თერაპიულმა მკურნალობამ რადგან ამოწურა თავისი რესურსი,მაშინ გადასაწყვეტია ქირურგიული მკურნალობის საკითხი სხვადასხვა მეთოდით: ლაზერით ან რეზექციით.
 
 
კითხვა N3: მარცხენა ფეხზე მაქვს ვარიკოზი, მაწუხებს ქავილი, როგორ მოვიშორო?
 
პასუხი N3: ვარიკოზული ვენები არის კანის მიკროცირკულაციის დარღვევის მიზეზი, რაც გამოვლინდება ქავილით და პროგრესირების შემთხვევაში ვითარდება ტროფიკული წყლული. ეფექტური მკურნალობა არის ოპერაციული ჩარევა,ხოლო თერაპიულ მკურნალობაში ტრიკოტაჟი გახლავთ პირველი რიგის საშუალება საერთაშორისო გაიდლაინებით.
 
 
კითხვა N4: მაქვს ვარიკოზული ვენების გაგანიერება, მარცხენა ფეხი უფო მაწუხებს და  მისივდება, ვენების ჩულქი თუ მაცვია ვინარჩუნებ. იმდენად.არც მტკივა და არც მისივდება შეილება თუ არა ოპერაცია? 60 წლის ვარ
 
პასუხი N4: თქვენს შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობა ყველაზე ეფექტური იქნება.
 
 
კითხვა N5: მარჯვენა ფეხზე მაქვს მკვეთრად გამოხატული გაგანიერება, მუხლის ზემოთ მიბუჟდება. როცა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მაქვს ფეხი ქუსლიც მტკივა. რა უნდა მივიღო რომ მდგომარეობა შემიმსუბუქდეს? 
 
პასუხი N5: სავარაუდოდ ეს ჩივილები დამახასიათებელია ნევრალგიისთვის. გჭირდებათ ნევროპათოლოგის ან ნეიროქირურგის კონსულტაცია. ასევე შესაძლებელია განპირობებული იყოს ტერფის დეფორმაციით, რაც ითხოვს დიაგნოსტიკას. რაც შეეხება არსებულ გაგანიერებულ ვენას, ჩივილები არ არის დამახასიათებელი მისთვის, თუმცა ვენური სისტემის შეფასება აუცილებელია სპეციალიზირებულ კლინიკაში.
 
 
კითხვა N6: გამარჯობათ, მაქვს შიდა ვარიკოზები. ფეხზე გარედან არაფერი მეტყობა, ექიმის დანიშნულებით ვატარებ ვენების გეტრებს უკვე 2 წელია. როცა გეტრი მაცვია ვგრძნობ, რომ ცოტა მაინც მისივდება და ღონეც მაქვს ფეხებში, თუ გეტრი არ მაცვია ფეხებში ღონე არ მაქვს. ამიტომ სულ მაცვია, გარდა ღამისა. მუხლს ზემოთ ხანდახან მიბუჟდება უფრო მარჯვენა ფეხი, ამავე დროს მარჯვენა ფეხის მეორე პატარა თითი მეჭიმება და მტკივა განსაკუთრებით მაშინ თუ მზიმე საგანს ავწევ. მირჩიეთ რა გავაკეთო
 
პასუხი N6: აუცილებლად არის ჩასატარებელი ტერფზე დიაგნოსტიკა. მნიშვნელოვანია გაქვთ თუ არა შაქრიანი დიაბეტი და ადეკვატურად  უნდა შეირჩეს ტრიკოტაჟი.
 
 
კითხვა N7: მარცხენა ფეხის ნეკა თითზე გრძნობა არ მაქვს, მაქვს ხერხემალზე თიაქარი.  შარშან ამ დროს მქონდა საშინელი ფეხის ტკივილი, ვეღარ ვინძრეოდი. ვიმკურნალე, მაგრამ შედეგი 50% იყო. ახლა მაწუხებს ძალიან, დავწვები და კრუნჩხვების გამო ვერ ვტრიალდები ლოგინში. არ ვიცი ვის უნდა მივაკითხო ან რისი ბრალია, უშედეგო მკურნალობამ ხელი ჩამაქნევინა, მკურნალობაზე მირჩიეთ რა ვქნა, როგორ მივაგნო სწორ გზას?
 
პასუხი N7: თქვენი ჩივილები განპირობებულია თქვენთან არსებული ხერხემლის პათოლოგიით, საჭიროა ხანგრძლივი და ადეკვატური ნევროლოგიური მკურნალობა,  მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია აქტიური ფიზიკური დატვირთვა.ორთოპედიული ბალიშის ტარებით, წონის კონტროლი და წყლის პროცედურები.
 
 
კითხვა N8:  მაწუხებს მარჯვენა ფეხი. ალაგ-ალაგ ჩნდება ლურჯი ლაქები, თითქოს დაჟეჟილია. ძალიან წვრილი კაპილარებით არის დაქსელილი გარეთა მხარე მთლიანად. დგომა არ შემიძლია დიდხანს,მეთიშება და და ვეღარ ვგრძნობ ფეხს. თუ შეიძლება რომ მითხრათ რომელ ექიმთან მივიდე.
 
პასუხი N8: საჭიროა ანგეოლოგთან და ნევროპათოლოგთან ვიზიტი.
 
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ექიმების რჩევები. ახალი ხედვა გისურვებთ ჯანმრთელობას!