მოძრაობის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები და მათი მოგვარების გზები

უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის მას­შტა­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ათი­დან ყო­ვე­ლი ოთხი (39%) სრულ სა­მუ­შაო სა­ა­თებს მჯდო­მა­რე ატა­რებს. ეს კა­ტე­გო­რია მო­ი­ცავს ყვე­ლა სა­ხის სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხურს, ქოლ­ცენ­ტრებს, ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მძღო­ლებს.

ევ­რო­კავ­შირ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 30% სა­მუ­შაო სა­ა­თებს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ატა­რებს. მა­გა­ლი­თად, ასე­თია: მან­ქა­ნის ხე­ლო­სა­ნი, ძიძა, ექთა­ნი და სხვა.

და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის 20%-ს მდგო­მა­რე სამ­სა­ხუ­რი აქვს, რო­გო­რი­ცაა მას­წავ­ლე­ბე­ლი ან მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი.

12%-ს კი სამ­სა­ხურ­ში მძი­მე ფი­ზი­კუ­რი შრო­მის გა­წე­ვა უხ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად მტვირ­თა­ვებს, მშე­ნებ­ლო­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს.

ყვე­ლა­ზე მეტი მჯდო­მა­რე სამ­სა­ხუ­რი ჰო­ლან­დი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ლუქ­სემ­ბურ­გში ფიქ­სირ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ოფის­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა ანა­ლო­გი­უ­რია სა­ქარ­თვე­ლო­შიც. მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯდო­მა უწევთ და ამავდრო­უ­ლად, უფრო მეტ ადა­მი­ანს ექ­მნე­ბა ხან­გრძლი­ვი ჯდო­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ვა­რი­კო­ზი, ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი და სიმ­სუქ­ნე.

ვა­რი­კო­ზი

მჯდო­მა­რე სამ­სა­ხუ­რით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ვე­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. რო­გორც ან­გი­ო­ლო­გი ირაკ­ლი ფე­რა­ძე გან­მარ­ტავს, პრობ­ლე­მას იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ვერ­ტი­კა­ლუ­რი გან­ლა­გე­ბა, რად­გან სის­ხლს ქვე­ვი­დან ზე­ვით ას­ვლა უჭირს. რაც უფრო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევს ადა­მი­ანს ჯდო­მა, მით უფრო მე­ტად ზი­ან­დე­ბა სარ­ქვე­ლე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მუდ­მი­ვად მოხ­დეს ფე­ხის კუნ­თის მუ­შა­ო­ბა, რომ კუნ­თე­ბის შე­კუმ­შვა-გა­ფარ­თო­ე­ბის შე­დე­გად სის­ხლი ქვე­და კი­დუ­რე­ბი­დან გა­მო­ი­დევ­ნოს.

„სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა და ტკი­ვი­ლი წვი­ვე­ბის არე­ში არის ვე­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი სიმპტო­მი. ამ დროს პა­ცი­ენ­ტი ვერ ასა­ხე­ლებს კონ­კრე­ტულ მტკი­ვან წერ­ტილს. ტკვი­ლი­თან ერ­თად კი შე­იძ­ლე­ბა იყოს წვა და სიმ­ხურ­ვა­ლე ქვე­და კი­დუ­რებ­ში. თუ წა­მო­წო­ლის და ფე­ხე­ბის მაღ­ლა და­დე­ბით სიმპტო­მე­ბი შემ­ცირ­და, მა­შინ ეს ნამ­დვი­ლად ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პრობ­ლე­მის დრო­უ­ლი მოგ­ვა­რე­ბა და­ი­წყოთ.

ერთი შე­ხედ­ვით, ვა­რი­კო­ზი უწყი­ნა­რი და­ა­ვა­დე­ბაა, თუმ­ცა თუ გარ­თულ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დავ­დგეთ. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფილ­ტვის არ­ტე­რი­ე­ბის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია და შემ­თხვე­ვა ფა­ტა­ლუ­რა­დაც კი დას­რულ­დეს. შორს წა­სუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა ტრო­ფი­კუ­ლი წყლუ­ლია" - გან­მარ­ტავს ან­გი­ო­ლო­გი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­აა ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა და ფე­ხის კუნ­თე­ბის აქ­ტი­უ­რი დატ­ვირ­თვა ჯდო­მის დრო­საც კი. აშშ-სა და სხვა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ოფი­სის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­საც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯდო­მა უწევთ, ას­წავ­ლი­ან სპე­ცი­ა­ლურ ფე­ხის ვარ­ჯი­შებს, რომ ქვე­და კი­დუ­რებ­ში სის­ხლის ჩა­გუ­ბე­ბა არ მოხ­დეს.

"ამ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­ში ძი­რი­თა­დი ინ­სტრუ­მენ­ტი არის ელას­ტი­უ­რი კომ­პრე­სია. კოლ­გო­ტე­ბი და გეტ­რე­ბი უჭერს ქვე­და კი­დურს და ქვე­მო­დან აწ­ვე­ბა სის­ხლს, რომ არ მოხ­დეს მისი და­გუ­ბე­ბა. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ელას­ტი­უ­რი კომ­პრე­სი­ის გა­რე­შე ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა არის თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა ექი­მის მხრი­დან და ამავდრო­უ­ლად, პა­ცი­ენ­ტის მო­ტყუ­ე­ბაც. მისი შერ­ჩე­ვა კი მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის. ელას­ტი­უ­რი ტრი­კო­ტა­ჟი ბევ­რი პა­რა­მეტ­რით უნდა ემ­თხვე­ო­დეს ფეხს. ამი­ტომ ამ პრო­ცეს­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაა სა­ჭი­რო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მის გამ­წვა­ვე­ბაც კი გა­მო­ვიწ­ვი­ოთ,“ - გან­მარ­ტავს ირაკ­ლი ფე­რა­ძე.

სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი წინ­დე­ბი კომ­პრე­სი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ააქ­ტი­უ­რებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას და აქ­რობს დაღ­ლი­ლო­ბი­სა და სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბას ქვე­და კი­დუ­რებ­ში, ამ­ცი­რებს შე­შუ­პე­ბას, ყო­ვე­ლი­ვე ეს კი აფერ­ხებს თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნას. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ „სიგ­ვა­რი­სის“ ბრენ­დის პრო­დუქ­ცია, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ ვა­რი­კო­ზის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში.

და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ფე­ხის კუნ­თის მუდ­მი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბა და 45 წუთ­ში ერთხელ ად­გო­მა და გავ­ლა-გა­მოვ­ლაა სა­ჭი­რო.

სიმ­სუქ­ნე

მჯდო­მა­რე სამ­სა­ხუ­რი სიმ­სუქ­ნეს ორი მი­ზე­ზით იწ­ვევს. პირ­ველ რიგ­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის საკ­მა­რი­სად და­ხარ­ჯვა არ ხდე­ბა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო. მე­ო­რე მხრივ კი ოფის­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რს და არა­ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბი­ან. ისი­ნი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭე­ბენ სწრა­ფი კვე­ბის პრო­დუქ­ტებს და არა­ნაჯ­საღ წა­სა­ხემ­სე­ბელს. ბევ­რი ტკბი­ლე­უ­ლი და ცო­მე­უ­ლი კი სიმ­სუქ­ნის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა. პრობ­ლე­მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ და­გეგ­მეთ დღის მე­ნიუ, ეცა­დეთ სახ­ლში მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი წა­ი­ღოთ სამ­სა­ხურ­ში.

ასე ფი­ნან­სებ­საც და­ზო­გავთ და გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და შე­მად­გენ­ლო­ბის საკ­ვე­ბის მირ­თმე­ვა­საც აა­რი­დებთ თავს. და­ლი­ეთ ბევ­რი წყა­ლი და მო­ე­რი­დეთ გა­ზი­ან სას­მელს. თან იქო­ნი­ეთ ჯან­სა­ღი წა­სა­ხემ­სე­ბე­ლი, თხი­ლე­უ­ლი და ჩი­რე­უ­ლი.

ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი

მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მჯდო­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხერ­ხე­მალ­ზე ზე­წო­ლა უფრო მე­ტია, ვიდ­რე ფეხ­ზე დგო­მი­სას. თუ არას­წო­რედ ზი­ხართ – სხე­უ­ლი და თავი წინ გა­დახ­რი­ლი (ჩვე­უ­ლი პოზა სა­ჭეს­თან და მო­ნი­ტორ­თან), კის­რი­სა და წე­ლის ზო­ნის მალ­თა­შუა დის­კებ­ზე დატ­ვირ­თვა უფრო ძლი­ერ­დე­ბა. შე­დე­გად, ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი სე­რი­ო­ზუ­ლად იზ­რდე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის სწო­რად უნდა მო­ა­წყოთ სა­მუ­შაო მა­გი­და. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯდო­მის მა­ნე­რას. და­ჯე­ქით გა­მარ­თუ­ლად და თავს ნუ გა­დახ­რით წინ. თუ მო­ნი­ტო­რი შორს გიდ­გათ, ახ­ლოს მოს­წი­ეთ.