რა არის ობობისებრი ვენები

წვრილი დაზიანებული მოწითალო, მოლურჯო ან იასამნისფერი ვენები, ხშირად ფეხისა და სახის ზედაპირზე ჩნდება. როგორც წესი, თავდაპირველად, მას არ ახასიათებს ტკივილი, მაგრამ ის ვარიკოზის წინაპირობაა. რისკ ჯგუფები:

გენეტიკა

ადამიანების 90% ეს პრობლემა მემკვიდრეობით ერგო.
 

ორსულობა

წონის მომატება და ფეხების სიმძიმე სისხლის მიმოქცევას აფერხებს, რაც ობობისებრი ვენების განვითარებას უწყობს ხელს.
ამგვარი ვენები ძირითადად ქალებში გვხვდება.

ხანგრძლივი ჯდომა ან დგომა

განსაკუთრებით ავადდებიან ის ადამიანები, რომელთაც დიდხანს უწევთ ჯდომა ოფისში ან აქვთ ფიზიკურად დატვირთული სამუშაო.

ასაკი

მის მატებასთან ერთად ჩვენი ვენები სუსტდება, რაც ზრდის დაავადების გამოვლინების შანსებს.

მაღალი ტემპერატურა

დიდხანს მზის დასხივების ქვეშ ყოფნა საშიშია ჩვენი კანისთვის, სწორედ ზედმეტმა მზის სხივებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ობობისებრი ვენების გაჩენა, არამარტო ფეხებზე, არამედ სახეზეც.