როგორ შევინარჩუნოთ ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობა

 

ჩვენი სხეულის ჯანსაღი აგებულება პირველ რიგში, ძვლებზეა დამოკიდებული.  მათ  ევალებათ  სასიცოცხლო ორგანოების დაცვა და მინერალების დაგროვება, მათი წყალობით მოძრაობს და გადაადგილდება სხეული. ძვლებზე ზრუნვა რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ყველა გვეთანხმება, რადგან მათი სისუსტე იწვევეს მოტეხილობებს, სხვადასხვა ტრავმებსა და ჯანმრთელობის გაუარესებას.

რამ შეიძლება იქონიოს გავლენა ჩვენი ძვლების ჯანმრთელობაზე ან როგორ დავიცვათ ისინი, რომ დიდხანს ემსახურონ ჩვენს სხეულს? განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს:

 

კვება

აუცილებელია ისეთი საკვების ყოველდღიური მიღება, რომელიც მდიდარია  Dვიტამინითა  და კალცით. თუ ორგანიზმი ამ ვიტამინების სათანადო რაოდენობას ვერ იღებს, საჭიროა მისი დანამატის სახით მიღება, რადგან D ვიტამინისა და კალცის ნაკლებობა იწვევს ოსტეოპოროზსა და ძვლების სიმყიფეს.

ფიზიკური აქტივობა

ადამინები, რომელთაც მჯდომარე ან ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი აქვთ, ხშირად არიან ძვალ- სახსროვანი სისტემის დაავადებების რისკის ქვეშ. ძვლებს, კუნთების მსგავსად, მუდმივად ჭირდებათ დატვირთვა, რათა შეინარჩუნონ ჯანსაღი მდგომარეობა და მუდმივად განახლდნენ.  ვარჯიშით ძვლები ინარჩუნებენ სიმტკიცეს, სიმკვრივესა და გამძლეობას.

სხეულის წონა

სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება აუცილებელია ძვლის ჯანმრთელობისათვის. მძიმე წონამ, შეიძლება გაზარდოს მოტეხილობების   და ძვლების დაავადების რისკი, ასაკის მატებასთან ერთად, ძვლები ცვდება, თუ წონის მაღალი დატვირთვა მოდის მათზე.

თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენება

ალკოჰოლისა და თამბაქოს მომხმარებელთა ძვლოვანი სისტემა ასაკთან შედარებით, უფრო სწრაფად იფიტება და სუსტდება, ამიტომაც მოტეხილობის და დაავადებების რისკი უფრო მაღალია. ორივე მათგანი იწვევს ძვლების გამოფიტვას და დაცლას მინერალებისაგან.  

ასაკი

ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი ძვლები თანდათანობით თხელი და სუსტი ხდება;  თუ სათანადოდ არ ვიკვებებით, ან ვიტამინებს დანამატის სახით არ ვიღებთ,  სხეული  იწყებს  კალციუმის და ფოსფატების შეთვისებას ჩვენი ძვლებისგან.

ასაკთან ერთად ხდება  ჰორმონალური ცვლილებებიც, როგორიცაა ესტროგენისა და ტესტოსტერონის დონის ვარდნა -  რამაც, შეიძლება, გამოიწვიოს ძვლების გამოფიტვა და დასუსტება.  გართულებების თავიდან ასარიდებლად, სასურველია ახალგაზრდობიდანვე ვიზრუნოთ ძვლების ჯანმრთელობაზე.

ეთნიკურობა

ძვლების ჯანმრთელობა დამოკიდებულია ეთნიკურობაზეც, მაგალითად, აზიური და ევროპული წარმოშობის ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ ოსტეოპორიზი, ვიდრე სხვა ეთნიკურ ჯგუფებს. განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ევროპული წარმოშობის ეთნიკური ჯგუფები- რომელთა შორის  ქართველებიც მოიაზრებიან.

გენეტიკა

თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება ოსტეოპოროზი, ან სხვა ძვლოვანი სისტემის დაავადება, დიდი რისკია, რომ იგივე თქვენც აღმოგაჩნდეთ. ამიტომაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხშირად უწევს რეკომენდაციას წინასწარ გამოკვლევას იმ ადამიანებში, რომელთა მშობელს აქვს მსგავსი დაავადება.  იმის ცოდნა, თუ რა დაავადება შეიძლება გემუქრებოდეთ არის  მისი თავიდან აცილების იარაღი.