4 მითი ვარიკოზის შესახებ
ვარიკოზული ვენები ვითარდება მაშინ, როცა სისხლი ფეხებიდან უკან გულისკენ შეფერხებით მიემართება და ირღვევა სისხლის მიმოქცევა. ის შეიძლება იყოს მტკივნეული და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანი.
არსებობს ტყუილი და მართალი ინფორმაციები ამ პრობლემის შესახებ და ჩვენ დაგეხმარებით გაარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან.
მითი: ვარიკოზული ვენები მხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა
რეალობა: ობობისებური ვენები კოსმეტიკური პრობლემაა, თუმცა თუ ვენების ფერი სიყვითლეში გადადის, დიდდება და დეფორმირდება ეს პრობლემა უკვე საკმაოდ საშიშია. მას სჭირდება დროული მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იწვევს ფეხების შესივებას, კანის გაუფერულებასა და სისხლჩაქცევებს.
მითი: ვარიკოზი მხოლოდ მოხუც ადამიანებს ემართებათ
რეალობა: იმ ადამიანების ნახევარს, ვისაც ეს პრობლემა აქვს 50 წელს ქვემოთაა, აგრეთვე რისკის ქვეშ არიან ორსულები და ახალბედა დედები. ის ადამიანებიც, ვინც დასაქმებულია და დიდხანს უწევს ჯდომა ან დგომა.
მითი: ოპერაცია არის ერთადერთი გამოსავალი ვარიკოზისგან განსაკურნებლად
რეალობა: უმეტეს შემთხვევაში ოპერაციას შეგიძლიათ თავი აარიდოთ. მისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ ვარჯიშები, ვარიკოზის საწინააღმდეგო კოლგოტი და წინდები, თერმული პროცედურები, სადაც ლაზერით ხდება დაზიანებული ვენების დასხივება.
მითი: ვარიკოზული ვენების თავიდან აცილება შესაძლებელია
რეალობა: ადამიანები ვისაც ეს პრობლემა გენეტიკაში აქვს, ვარიკოზს ვერ აიცილებენ, მაგრამ შეუძლიათ აირიდონ სიმპტომები. რადგანაც პროფესია და მშობიარობა ავტომატურად რისკის ქვეშ აყენებთ მათ, აუცილებელია აკონტროლონ წონა, გამოიმუშაონ სწორი დღის რეჟიმი, მიაქციონ ყურადღება კვებას, ივარჯიშონ და გამოიყენონ კომპრესიული წინდები.
მითი: ვარიკოზი მხოლოდ ქალებს ემართებათ
რეალობა:მხოლოდ ქალები არ არიან ვარიკოზის რისკის ქვეშ, ვარიკოზი მამკაცებსაც ემართებათ. დაავადება ხშირად ასაკთან ერთად ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხოვრების წესი და დღის რეჟიმიც ხელს უწყობს: დიდხანს მგზავრომა, უმოძრაობა, ფიზიკურად დატვირთული სამუშაო, არასწორი კვების რეჟმი. მამაკაცები ხშირად სიმპტომებს უგულებელყოფენ, რაც ვარიკოზის გართულებას იწვევს. ექიმები რეკომენდაციას უწევენ სპეციალური კომპრესიული გეტრების ხმარებას, რომელიც სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და ხსნის ტკივილს კიდურებში.