რა შეცდომებს უშვენებ ბრტყელტერფიანი ადამიანები

რას გვიყვება 27 წლის ქეთი ბრტყელი ტერფის პრობლემებთან დაკავშირებით:

ბავშვობიდანვე მქონდა ტერფის პრობლემები, ხშირად მტკიოდა ფეხები, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე ბრტყელტერფიანობა და ბევრი შეცდომაც დავუშვი, როცა არასწორი თერაპია ავირჩიე დისკომფორტის მოსახსნელად.

 

 

 

 

 

ფეხსაცმლის არასწორი ზომა

ვატარებდი ფეხსაცმელს, რომელიც  ზუსტად ერგებოდა ჩემს ფეხს და რადგანაც ტერფი ბრტყელი მაქვს, მოხრისას ფეხსაცმელის ზომა არასაკმარი იყო და მტკენდა ფეხებს.

ელეგანტური ფეხსაცმელი

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რამდენად საზიანო იყო ჩემთვის მაღალქუსლიანი, გამოსასვლელი ფეხსაცმელი, მაინც მოვიხმარდი, რადგან მომწონდა. ხშირად ორთოპედიული ფეხსაცმელი არ შეესაბამება ჩემს გემოვნებას, მაგრამ დღესდღეობით ვცდილობ ისეთი შევარჩიო, სადაც მარტივად მოვათავსებ სუპინატორს.

 პრობლემის უგულებელყოფა

ფეხსაცმელი, რაც არ უნდა მაღალი ხარისხის შემეძინა, მიძლებდა დაახლოებით 6 თვე, მალევე კარგავდა ფორმას, იხრებოდა და ხდებოდა მოსახმარად უვარგისი. იმის ნაცვლად, რომ პრობლემა აღმომეფხვრა და სუპინატორი გამომეყენებინა, უფრო ძვირს ვიხდიდი ფეხსაცმელში, რომელიც იგივენაირად ფუჭდებოდა, როგორც მისი წინამორბედი.

 არასწორი  სუპინატორი

არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც შევიძინე სტანდარტული  სუპინატორი. ყველა ადამიანს განსხვავებული ტერფის ფორმა აქვს და შესაბამისად პრობლემებიც განსხვავებულია, ამიტომაც სტანდარტული სუპინატორი ჩემთვის უსარგებლო აღმოჩნდა. ორივე ფეხზე განსხვავებული პრობლემა მქონდა და დიდად ვერ დამეხმარა, პირიქით, უფრო მატკინა ფეხი.

 წონაში მომატება

არ ვაქცევდი ყურადღებას საკუთარ წონას. რადგანაც ტერფი ბრტყელი მაქვს, მეტი დატვირთვა მოდის ფეხებსა და მენჯებზე, ჭარბი წონის დამატება კი სერიოზულ დისკომფორტს ქმნის მთელს სხეულში.

 სპორტული ცხოვრების შეწყვეტა

რამდენჯერმე ვცადე აქტიური ვარჯიშის დაწყება. სირბილისას მალე ვიღლებოდი და ტერფები მტკიოდა, ადგილზე ვარჯიშების შესრულებაც მიჭირდა, რადგან სწორ ზედაპირზე დიდხანს დგომა არ შემეძლო. ფეხით სიარულიც მიჭირდა 20 წუთზე მეტხანს. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სპორტი ჩემთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

 სალაშქო ფეხსაცმელი

სპორტთან ერთად უარი ვთქვი ლაშქრობებზეც, რადგან მყარ ძირიანი ფეხსაცმელი დიდ ტკივილს აყენებდა ჩემს ფეხებს. აუცილებლად უნდა მცმოდა დრეკადი და რბილ ქსოვილიანი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც საველე პირობებში სწრაფად სველდებოდა და ზიანდებოდა.

რა დამეხმარა და როგორ ვუმკლავდები ტერფის პრობლემებს

პირველ რიგში, მივმართე ორთოპედს და დეტალურად გამოვიკვლიე რა სახის პრობლემები მქონდა ტერფზე. აღმოჩნდა, რომ ორივე ტერფი განსხვავებულია და შესაბამისად დამინიშნეს ინდივიდუალური სუპინატორი, რომელიც კომპიუტერული დიაგნოსტიკის შედეგად დამიმზადეს ჩემს მონაცემებზე დაყრდნობით.

ვატარებ ნახევარი ზომით დიდ ფეხსაცმელს, რომელშიც ზუსტად ფიქსირდება ჩემი სუპინატორი.  სუპინატორს 12 თვეში ერთხელ ვცვლი და იმაზე იაფი მიჯდება, ვიდრე დაზიანებული ფეხსაცმელების გამოცვლაა.

დავუბრუნდი სპორტს და ბევრს დავდივარ ფეხით, წონაც შენარჩუნებული მაქვს. რაც მთავარია არ მაწუხებს ტკივილი ტერფებში.