რას წარმოადგენს კომპრესიული თერაპია და როგორ მოქმედებს იგი ვარიკოზზე

 

კომპრესიული თერაპია მთლიანად ემყარება მარტივ და ეფექტურ მექანიკურ პრინციპს, რომელიც მდგომარეობს ვარიკოზის გავრცელების არეალში ელასტიური ქსოვილის გამოყენებაში.

 

 

 

 

ელასტიური ქსოვილი მჭიდროდ ეკვრის ფეხს კოჭიდან ზემოთ და წარმოადგენს ერთგვარი კუნთის ფენას, რომელიც აწვება ვენების კედლებს და უბრუნებს მათ საწყის მდგომარეობას. შედეგად, ფეხის ვენებში სისხლის  ნაკადი ნორმალურად მიედინება, რაც აისახება სისხლის საერთო მიმოქცევაზეც.

 

კომპრესიული თერაპია ძირითადად ექიმის მიერ ინიშნება ფლიბიტის, თრომბოზის, ვენებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერი მანიფესტაციის დროს (სიმძიმე ფეხებში, ვარიკოზული ვენები, შეშუპება,  ვენური წყლულები). აგრეთვე ორსულებში მოსალოდნელი გართულებების ასარიდებლად.

თუმცა,  ელასტიური ტრიკოტაჟის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნითაც შესაძლებელია და არ გააჩნია უკუჩვენებები. შვეიცარიული კომპანია SIGVARIS- ი სამედიცინო დანიშნულების ელასტიური კოლგოტების გარდა, მომხმარებელს სთავაზობს ყოველდღიურ კოლგოტებს და წინდებს, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც უწევს დიდხანს ჯდომა ან დგომა, აქვს ფიზიკურად დატვირთული სამუშაო, ან ხშირად უწევს მგზავრობა შორ მანძილზე.

არსებობს ელასტიური წინდები სხვადასხვა ხარისხის კომპრესიით. რომელი კომპრესია იქნება დანიშნული, ეს დამოკიდებულია პათოლოგიის სიმძიმეზე. თქვენთვის საჭირო კომპრესიის დონეს განსაზღვრავს ექიმი კონკრეტული პათოლოგიის გათვალისწინებით. სამედიცინო კომპრესიული თერაპია, შეიძლება, გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ფორმით: კოლგოტები, წინდები მუხლამდე ან მუხლს ზემოთ, ან ხელის კომპრესიული წინდის სახით.

SIGVARIS- ი კომპრესიულ პროდუქტებს თანამედროვე ახალი ტექსტურებითა და ფერებით ამზადებს.  კომპანია გვთავაზობს უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე პროდუქციას, რომელიც მაღალი ხარისხის ნედლეულისაგან იქმნება პროფესიონალთა რეკომენდაციებით, მათი ეფექტურობა დადასტურებულია მრავალრიცხოვანი სამედიცინო კვლევებით, არის სრულიად კომფორტული და თანამედროვე.