რა უნდა ვიცოდეთ ვარიკოზული ვენების შესახებ ?!
ტემპერატურის მატება ვარიკოზული ვენების პროვოცირებას იწვევს, ამიტომაც გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას. ვარიკოზულმა ვენებმა გარდა ტკივილისა, შესაძლოა ბევრი სხვა დაავადებაც გამოიწვიოს, ამიტომაც გთავაზობთ 15 ფაქტს, რაც დაგეხმარებათ ვარიკოზის ამოცნობასა და მასთან გამკლავებაში.
1. ვენებს გადააქვთ სისხლი ფილტვებში, ჟანგბადით სავსე სისხლი კი უკან გულში და თუ სისხლის მიმოქცევას პრობლემები ექმნება, მაშინ ვარიკოზი ვითარდება.
2.ვარიკოზული ვენები, ხშირად, გამონაყარის ან წყლულების გაჩენის მიზეზიცაა.
3.ვარიკოზული ვენები შეიძლება გამოწვეული იყოს ვენებში დასუსტებული სარქველებით, დასუსტებული კედლებით ან ანთებით (ფლებიტი) .
4.ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ თუ მაინც დაგჭირდათ, ოპერაციის შემდგომაც შეიძლება ხელახლა განვითარდეს.
5.თუ ვარიკოზი გართულდება და შეჩერდება სისხლის მიმოქცევა, ამან შეიძლება კიდურის დაკარგვაც გამოიწვიოს.
6.ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანებს, პერიოდულად, დაზიანებული კიდური უხურდებათ და ქრონიკული ვენური უკმარისობა ემართებათ.
7.ვარიკოზული ვენები შეიძლება ყველგან განვითარდეს, ძირითადად კი ქვედა კიდურებზე ვრცელდება.
8.ვარიკოზის შეჩერება შესაძლებელია ვარჯიშით. კვირაში სამჯერ 30 წუთიანი ვარჯიში ასტიმულირებს ცირკულაციას და სისხლის მიმოქცევას.
9.თუ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა გიწევთ, შეეცადეთ დროის გარკვეულ პერიოდში ივარჯიშოთ, მაგალითად იხტუნაოთ, ხოლო თუ პირიქით, დიდხანს დგომა გიწევთ, შეეცადეთ მონაცვლეობით გადაიტანოთ დატვირთვა ფეხებზე.
10.სინამდვილეში ბუასილი ვარიკოზული ვენების ერთ-ერთი ფორმაა.
11.ეცადეთ არ დააზიანოთ ვარიკოზული ვენები, რადგან ამან შესაძლოა წყლულები გამოიწვიოს.
12. მოერიდეთ მჭიდრო ტანსაცმლის ტარებას, რომელიც მოგიჭერთ წელზე ან ფეხებზე, რომ მათ სისხლი შეუფერხებლად მიეწოდებოდეთ.
13.შეეცადეთ იმ წონას მიაღწიოთ, რაც თქვენს სიმაღლეს შეესაბამება, რადგან ჭარბი წონა ვარიკოზული ვენების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.
14. ვარიკოზული ვენების სიმპტომებია:ფეხების აწევის შეგრძნება, ფეხების შეშუპება, კანის გაუფერულება, ფეხების დაბუჟება, ქავილი ან გამონაყარის გაჩენა ფეხებზე, ფეხების წყლულები.
15.შეეცადოთ მიიღოთ ნაკლებად მარილიანი საკვები და მეტი ბოსტნეული, რაც ასევე თავიდან აგარიდებთ ვარიკოზს.