რას წარმოადგენს "წითელი ქარი " და რა იწვევს მას?

 

წითელი ქარი არის კანის ზედა შრის ინფექციური დაავადება. ეს დაავადება იწვევს დაზიანებული ადგილის შესიებას და გაწითლებას. მისი გავრცელების ძირითადი არეალებია სახე და ფეხები.

 

 

 

 

 

წითელ ქარს ახლავს შემდეგი სიმპტომები

ცხელება, შემცივნება, კანზე ბუშტუკების წარმოქმნა, ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება, კანის გაწითელება, მტკივნეული არეალის და ჯირკვლების გასიება.

სახეზე წითელი ქარი ძირითადად ლოყებსა და ცხვირს აზიანებს.

მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს

წყლულები კანში, ქირურგიული ჭრილობები, მწერის ნაკბენები,  კანის დაავადებები, ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეშუპებული ფეხები, მაგალითად, გულის უკმარისობა და დიაბეტი,  აგრეთვე ნარკოტიკები.

დაავადების რისკ ჯგუფებში შდიან

ბავშვები( ძირითადად 2დან 6 წლამდე) და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ასაკოვანი ადამიანები, რომელთაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ ან ადამიანები, რომელთაც ოპერაციის შემდგომ უგროვდებათ სითხე ორგანიზმში.

წითელი ქარის მკურნალობა

დაავადებულთა უმეტესობა სახლში მკურნალობს, თუმცა ზოგიერთ მათგანს კლინიკური ჩარევაც ესაჭიროება.

მკურნალობის დაწყებიდან კანს, მინიმუმ ერთი კვირა მაინც სჭირდება აღდეგნისთვის. უფრო რთულ ფორმებში, ხშირად, საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ჩართვაც.

რა გართულებები შეიძლება მოყვეს?

დაავადების უგუნველყოფას  შესაძლებელია მოჰყვეს გართულებებიც:  წარმოქნას სისხლის კოლტები, განგრენა, რომელიც გულისხმობს სხეულის ქსოვილის უჯრედების კვდომას, სისხლის მოწამვლა, როცა ინფექცია ვრცელდება სისხლში, ასევე გულის სარქველებისა და სახსრებისა, ძვლების ინფექციები.

წითელი ქარის აღკვეთისთვის საჭიროა:

1.       1. ჭრილობების სუფთად დამუშავება

2.       2. დამატენიანებლის გამოყენება კანის მშრალ ადგილებში

3.      3.  შეეცადეთ კანი არ გაგეკაწროთ და გაგეფხაჭნოთ

4.       4. ეფექტურად უმკურნალოთ კანის დაავადებებს, მაგალითისთვის, როგორიცაა ეგზემა.