ვარიკოზის საწინააღმდეგო ვარჯიშები

საყოველთაო კარანტინის დროს სახლში ჯდომამ, შესაძლოა, ძალიან დააზიანოს ვარიკოზის რისკ ჯგუფში მყოფთა ფეხების ჯანმრთელობა, ამიტომაც, ჩვენ გათვაზობთ, ისარგებლოთ ამ სიტუაციით და გადახედოთ მარტივ სავარჯიშოებს, რომლის შესრულებაც სახლის პირობებში არ გაგიჭირდებათ, არ მოითხოვს ბევრ ადგილსა და სპეციალურ აღჭურვილობას.

აღნიშნული სავარჯიშოები ფეხების მიდამოში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ამაგრებს კუნთებს და აძლიერებს ფეხებს. მათი შესრულება ყოველდღიურად აუცილებელია, მით უმეტეს, რომ სიმოვნებას უფრო მოგგვრით, ვიდრე დაღლას.გააკეთეთ ეს საკუთარი თავისათვის და ნახავთ, რამდენად კარგ შედეგს იღებთ, როცა ზრუნავთ ჯანმრთელობაზე.

ვარჯიში 1


დაწექით ზურგზე, მოხარეთ ცალი ფეხი, მეორე ფეხის თითები მოზიდეთ სახისაკენ და აწიეთ ნელა, გააჩერეთ 10 წამი და ისევ ნელა ჩამოწიეთ. გაიმეორეთ ორივე ფეხზე რამოდენიმეჯერ.

ვარჯიში 2


დაჯექით სკამის კიდეზე, მუხლები ერთმანეთთან ახლოს მიიტანეთ, გაშალეთ ცალი ფეხი ნელა და მოხარეთ. გაიმეორეთ ორივე ფეხზე რამოდენიმეჯერ.

ვარჯიში 3


დადექით სკამის უკან და ხელები დაადეთ საზურგეს. ერთი ფეხი გაწიეთ უკან,  ფეხის წვერით იატაკზე. ჩაჯექით მუხლებში ორივე ფეხით. მოძრაობა უნდა გააკეთოთ ნელა. შეუნახვლეთ ფეხი და კვლავ გაიმეორეთ 5 ჯერ.

ვარჯიში 4


დადექით , ცალი ფეხი ოდნავ წინ გამოწიეთ და გაგეთ მხოლოდ ქუსლი იატაკზე. ფეხის თითები მოჭიმეთ სახისაკენ.   ფეხი უცვლელად გაიტანეთ განზე გამართულ მდგომარეობაში. გაიმეორეთ ორივე ფეხზე რამოდენიმეჯერ. ეცადეთ ვარჯიში ნელა შეასრულოთ.

ვარჯიში 5


იგივე პოზიციებს ინარჩუნებთ, რაც წინა ვარჯიშში გვქონდა, ამჯერათ ფეხს შიდა მხარეს შემოიტანთ. გაიმეორეთ ორივე ფეხზე რამოდენიმეჯერ.

ვარჯიში 6


ამ ვარჯიშისათვის გამოიყენებთ კიბეს, ან რაიმე მყარ სადანს, რაც ამაღლების საშუალებას მოგცემთ. დადგით კიბეზე ცალი ფეხი და აიწიეთ მთელი ტანით. გაიმეორეთ ორივე ფეხზე რამოდენიმეჯერ.

ვარჯიში 7


დადექით და ფეხები დააწყეთ მხრების სიმაღლეზე. ჩაჯექით და გამართვასთან ერთად ცალი ფეხი განზე გაწიეთ. გაიმეორეთ ორივე ფეხზე რამოდენიმეჯერ. შეასრულეთ ვარჯიში ნელა.

აუცილებლად დაისვენეთ!




ზემოთ მოცემული ვარჯიშების შესრულების სიხშირე და რაოდენობა უმჯობესია განსაზღვროთ თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თუმცა ყველა მათგანი ნელა და დაკვირვებით გააკეთეთ და ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტად. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, დაისვენეთ, სასურველია, თუ ფეხებს მართობულად შემოაწყობთ კედელზე.