მარტივი ვარჯიშები ბავშვებისათვის
მოზარდის განვითარებისათვის ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები სახლში გვყავს გამოკეტილი. ასეთ სიტუაციაში, ძნელია, ბავშვები მოაცილო სხვადასხვა გაჯეტებს, რომელთანაც საკმაოდ დიდ დროს ატარებენ, რაც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც აზიანებს და ფსიქიკაზეც ცუდად მოქმედებს.
ჩვენ გთავაზობთ მხიარულ ვარჯიშებს, რომელთა შესრულებაც დიდ სიამოვნებას მიანიჭებს როგორც ბავშვებს, აგრეთვე უფროსებს. მიბაძეთ ტოტოროს და გაიმეორეთ ყველა მოძრაობა, რასაც ის გააკეთებს. ვარჯიშისათვის სულ 30 წუთი შეგიძლიათ გამოყოთ და შეასრულოთ ადგილზევე, ამისათვის დიდი სივრცე და ბევრი აღჭურვილობა საჭირო არაა. ჩვენი რჩევაა, მოძრაობები შეასრულოთ მუსიკის თანხლებით.
ტოტორო 1
ვარჯიში დაიწყეთ მცირე გახურებით. დადექით და იხტუნავეთ მსუბუქად, მერე აწიეთ ჯერ ერთი ხელი, მერე მეორე. ისევ იხტუნეთ და აუცილებლად შეისვენეთ მომდევნო ვარჯიშის დაწყებამდე 1 წუთის განმავლობაში.
ტოტორო 2
ლახტზე ხტუნვა ყველა ბავშვს მოწონს და ამ ვარჯიშზე უარს არ იყტვიან, თუ სახლში ლახტი არ გაქვთ, შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გამოიყენოთ, რაც მის ფუნქციას შეასრულებს. მშობლებს შეუძლიათ ლახტი დაატრიალონ, ბავშვები კი ახტებიან.
ტოტორო 3
ჰულაჰუპი შესანიშნავი საშუალებაა წელის კუნთების გასავარჯიშებლად, თან ძალიან კარგად მოქმედებს განწყობაზე. თუ ჰულატუპი არ გაქვთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ და ატრიალეთ წელი. სხვათაშორის, წარმოსახვაც ძალიან კარგი სავარჯიშოა.
ტოტორო 4
დადექით და ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე. გაჭიმეთ ხელები და გადაიხარეთ ჯერ ერთ მხარეს, ისე, რომ გაშლილი ხელი მხულს ქვემოთ ფეხს შეახოთ. მერე მეორე მხარეს. ეცადეთ ვარჯიში ნელა შეასრულოთ.
ტოტორო 5
ამ ვარჯიშის შესრულეება შესაძლოა უფროსებს გაუჭირდეთ, მაგრამ ბავშვები შესანიშნავად გაართმევენ თავს. დადექით ცალ ფეხზე, მეორე ფეხი აწიეთ და დაიჭირეთ ხელით, როგორც ამას ტოტორო აკეთებს, თავისუფალ ხელს კი წონასწორობის შესანარჩუნებლად გამოიყენებთ. ეცადეთ მაქსიმალურად მოზიდოთ ფეხი თავისკენ, რათა კარგად გაჭიმოთ სახსრები. იგივე გააკეთეთ მეორე ფეხზეც.
ტოტორო 6
დაჯექით ძირს, ფეხები ოდნავ გაშალეთ, ისე რომ მხრების სიგანეს გაცდეს. ცალი ხელი დააყრდენით იატაკს, მეორე კი ნელა აწით მაღლა, ისე რომ მოექცეს თავს ზემოთ და ასევე ნელა ჩამოწიეთ და დაადეთ ჯერ ერთი ფეხის წვერს, შემდეგ მოერეს. იგივე გაიმეორეთ მეორე ხელზეც.
ტოტორო 7
წამოწექით გვერდულად "მხართეძოზე", გაჭიმეთ ფეხი და ნელა აწიეთ, ჩამოწიეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე ორივე მხარეს.
ტოტორო 8
დაწექით ზურგზე, აწიეთ ჯერ ერთი ფეხი მაღლა, მერე მეორე. გაიმეორეთ რამდენჯერმე და მერე შეისვენეთ.
ტოტორო 9
ეს ვარჯიში საქანელასავითაა. დაწექით მუცელზე, აწიეთ ფეხები ზურგისკენ და მოკიდეთ ორივე ხელი. ეცადეთ მრგვალი ფორმა მიიღოთ, მერე კი ჯერ წინ გადაქანდით, მერე უკან. თუ ინერციით დაიწყებთ მოძრაობას, უკეთესად გამოგივათ.
ტოტორო 10
როცა ზემოთ ნაჩვენებ ყველა ვარჯიშს შეასრულებთ, აუცილებლად წამოწექით და გემრიელად დაისვენეთ. თუ სხვა საქმე არ გაქვთ, შეგიძლიათ წაუძინოთ კიდეც.