როგორ ავიღოთ ზომა ვარიკოზის წინდისათვის
კომპრესიული წინდის ზომის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, წინდა ზუსტად უნდა ერგებოდეს ფეხს.
ჩვენს ფილიალებში კონსულტანტები გაგიწევენ ამ მომსახურებას, აიღებენ ზუსტ ზომებს, შეგირჩევენ შესაბამის პროდუქტს, თქვენი საჭიროების მიხედვით და ადგილზე მოგარგებენ, რათა დარწმუნდეთ, რამდენად კომფორტულია არსეუბლი წინდა თქვენთვის.
მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ წინდას ონლაინ იძენთ ან გინდათ გაარკვიოთ რა ზომის წინდა დაგჭირდებათ.
პირველ რიგში, ეცადეთ ზომები დილით აიღოთ, სანამ ფეხები დასვენებულია და არ გაქვთ შეშუპებული. გასაზომად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ჩვეულებრივი მეტრიანი საზომი.
პირველი ნაბიჯი - კოჭის გარშემოწერილობა
დაჯექით სკამზე, დაუშვით ფეხი სწორად, ისე რომ ინარჩუნებდეს 90 გრადუსიან კუთხეს. გაზომეთ კოჭის ზედა ნაწილი, რომელიც ყველაზე წვრილია. ამ ნაწილში წინდა ყველაზე მეტად იკუმშება, რათა სისხლის უკუქცევას შეუწყოს ხელი.
მეორე ნაბიჯი - მუხლის გარშემოწერილობა
მჯდომარე მდგომარეობაში, ისე რომ მუხლი 90 გრადუსიან კუთხეს ქმნიდეს, გაზომეთ მუხლს ქვემოთ, ფეხის ყველაზე სქელი ნაწილი.
მესამე ნაბიჯი - მუხლის სიმაღლე
თუ ადმიანი ძალიან მაღალია ან შედარებით დაბალი, იზომება მუხლის სიმაღლე. იგივე პოზიციაში გაზომეთ ფეხის სიგრძე. ათვლის წერტილად აიღეთ ფეხის ტერფი იატაკიდან და ბოლო - მუხლიდან ორი თითის დადებაზე.
მეოთხე ნაბიჯი - ბარძაყის გარშემოწერილობა
ბარძაყის გაზომვისას დადექით ფეხზე და სწორ პოზიციაში გაზომეთ მისი ყველაზე სქელი ნაწილი, რათა ზუსტად მოირგოთ წინდა და არ შეგიშალოთ ხელი მოძრაობაში.
მეხუთე ნაბიჯი - ბარძაყის სიმაღლე
იგივე პოზიციაში გაზომეთ ფეხის მთლიანი სიგრძე. ათვლის წერტილად აიღეთ ტერფი იატაკიდან, ბოლო კი ბარძაყის ყველაზე სქელი ნაწილი.
თქვენს მიერ მიღებულიშედეგები შეადარეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილს: