5 მნიშვნელოვანი რჩევა ზურგის ტკივილის დროს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად მჯდომარე ცხოვრების წესს, ხერხემლის პათოლოგიებს, ფიზიკურ დატვირთვასა და პროფესიულ საქმიანობას მიიჩნევენ. გარდა ამისა, წელის ტკივილის მიზეზი შესაძლოა გახდეს: გადაღლილობა, დაჭიმულობა, დიდხანს ცუდ პოზაში ჯდომა/წოლა, სიმძიმეების აწევა, ტრავმა ან რომელიმე დაავადება. ხშირად ზურგის ტკივილი სუნთქვის დროს ძლიერდება, ამას შეიძლება მრავალი განსხვავებული მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანება. მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კი ,როგორც წესი, წელკავს ახასიათებს.
გამოიყენეთ შესაბამისი ორთოპედიული პროდუქტები
ზურგის ტკივილის დროს პაციენტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. წელის არეში დატვირთვის შემსუბუქების მიზნით და დისკომფორტის შესამცირებლად ადამიანები ზურგის ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში ძალიან ეფექტურია. პაციენტები მათ ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნითაც ატარებენ. ზურგის ქამრების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების მქონე უმაღლესი ხარისხის ზურგის ქამრები.
ყოველთვის დასხედით კომფორტულ პოზაში
მჯდომარე მდგომარეობაში ხერხემალზე ზეწოლა განსაკუთრებით მატულობს. დიდხანს და არასწორ პოზაში ჯდომა დღესდღეობით ზურგის ტკივილის გამომწვევ მთავარ ფაქტორებად ითვლება. ამიტომ ეცადეთ, რომ ყოველთვის კომფორტულ პოზაში ისხდეთ.
მსუბუქი ვარჯიშები
ხანგრძლივი დასვენება ზურგის არეში ტკივილს აუარესებს, ვარჯიში კი ჭიმავს და აძლიერებს ზურგის კუნთებს. წელის კუნთების გაძლიერების მიზნით აუცილებელია მსუბუქი ვარჯიშები - ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული.
შეარჩიეთ ძილის სწორი პოზა
ხშირად დილას ზურგის ტკივილითა და უსიამოვნო შეგრძნებით ვიღვიძებთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ არასწორ მდგომარეობაში გვეძინა და ჩვენი ხერხემალი და ზურგის კუნთები დაიჭიმა. ამიტომ აუცილებელია, რომ ძილის დროს სწორი პოზა შეარჩიოთ. კომფორტული ძილისთვის ასევე აქტიურად გამოიყენება კისრის ორთოპედიული ბალიშები, რომლებიც თავსა და ხერხემალს სწორ, ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს, რითაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ახდენს კისრის დაჭიმულობის პრევენციას.
გაიარეთ ფიზიკური თერაპია
ზურგის ტკივილის დროს აპრობირებულია ფიზიკური თერაპიის კურსები. ეს მეთოდი გამოიყენება ფიზიკური ფუნქციების აღსადგენად ან გასაუმჯობესებლად.